ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7905        EUR 3.0782        GBP 3.5975        RUB 4.1597        UAH 1.1339        AZN 1.6435        AMD 5.8257      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი - უზბეკეთის საბანკო ბაზრის პრელიცენზიანტი
21 იანვარი, 2020, 18:27
თიბისი - უზბეკეთის საბანკო ბაზრის პრელიცენზიანტი

თბილისი (GBC) - თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზიის მიღებაზე განაცხადა,  რაც გადამწყვეტი ნაბიჯია უზბეკეთში უახლოეს მომავალში საბანკო ოპერაციების მიმართულებით. საბანკო ლიცენზიის მოპოვება 2 ეტაპისგან შედგება. პრელიცენზიის მიღების შემდეგ, თიბისიმ კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები და სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ ე.წ. ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი  ბაზარი, კი ძალიან მიმზიდველი და მზარდია.

ბაზარზე შესასვლელად მზადება 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და შექმნა გუნდი, რომელიც იმუშავებს ბანკისთვის. ამჟამად თიბისი უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საბოლოო ლიცენზიის მიღებას ელოდება, ხოლო  2020 წლის ზაფხულში დაიწყება საბანკო ოპერაციები.

პარალელურად თიბისი აქტიურად  მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ თავისი 1.8 მილიონი აქტიური მომხმარებლით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები