ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2413        EUR 3.546        GBP 4.0127        RUB 4.1164        UAH 1.165        AZN 1.9066        AMD 6.4423      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვოლვო ქარსმა S90 და V90 განახლებული მოდელები წარმოადგინა
26 თებერვალი, 2020, 19:43
ვოლვო ქარსმა  S90 და V90 განახლებული მოდელები წარმოადგინა

თბილისი (GBC) - ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს წარუდგინა S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები, რომლებიც აერთიანებენ ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-.

კომპანიის 48 ვოლტიანი რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატები ხელმისაწვდომია ვოლვოს ყველა ახალ მოდელზე. ექსტერიერის დიზაინის თვალსაზრისით, ვოლვოს დიზაინერებმა დანერგეს S90-ის და V90-ის მთელი რიგი გაუმჯობესებები, მათ შორისაა ახალი დიზაინის სპოილერი, ნისლსაწინააღმდეგო ფარები და წინა ქვედა ბამპერი.

V90 Cross Country-ის ყველაზე გასაოცარი მახასიათებელია უკანა ფარების ახალი დიზაინი, უნიკალური სრულად LED განათება და თანმიმდევრული მოხვევის მაჩვენებელი. ექსტერიერის ფერების ახალი დიაპაზონი და საბურავების დისკები ვერსიები კიდევ უფრო აუმჯობესებს პერსონალიზაციის ვარიანტებს.

სრულად განახლებული Bowers and Wilkins-ის აუდიო სისტემა წარმოგიდგენთ უკეთეს ხმას მანქანის სალონში. ახალი ფუნქციების წყალობით, როგორებიცაა განახლებული გამაძლიერებელი, ავტომობილის ხმის ავტომატური ჩახშობა და განახლებული პარამეტრები ქმნის თქვენი საყვარელი კლუბის ხმის იმიტაციას.

ავტომობილის სალონის კიდევ ერთი ახალი მახასიათებელი არის Advanced Air Cleaner PM 2.5 ნაწილაკების სენსორით, რომელიც პირველად შეიქმნა ჩინეთის ბაზრისთვის და ახლა უკვე მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ის საშუალებას აძლევს მძღოლებს, ცენტრალურ ეკრანზე აკონტროლონ სალონის ჰაერის ხარისხი და სურვილის შემთხვევაში რამდენიმე წუთში გაწმინდოს სალონის ჰაერი თითქმის ყველა წვრილი ნაწილაკისგან.

Bowers & Wilkins-ის ახალი აუდიო სისტემა და Advanced Air Cleaner ტექნოლოგია ახლა უკვე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა მოდელზე. ამ მოდელებს ასევე გააჩნია ორმაგი USB-C დამუხტვის წერტილები უკანა მხარეს. სმარტფონებისთვის უსადენო დამუხტვის ფუნქცია, რომელიც პირველად დაინერგა პატარა XC40 SUV- ზე, ახლა ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის უმრავლეს ვერსიაში.

ინტერიერის მასალების თვალსაზრისით, ექსკლუზიურად მორგებული შალნარევი სავარძლები, რომელიც პირველად გასულ წელს დაინერგა XC90-ზე, ახლა ასევე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა მოდელზე, ამავდროულად ხელმისაწვდომია სალონის ვარიანტი ტყავის გარეშე.

 

ვოლვო ქარს მნიშვნელოვნად აფართოებს 48 ვოლტიან რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების ვარიანტების რაოდენობას, რაც პირველად დაინერგა გასულ წელს XC90 და XC60 SUV-ებზე, ხოლო ახლა რბილი ჰიბრიდები ასევე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა სხვა ავტომობილზე, ასევე XC40- ზე. V90 Cross Country რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების ვარიანტები წარმოადგენს მაღალი გამავლობის ავტომობილების სპექტრის ისტორიაში პირველ ელექტროფიცირებულ ვარიანტს.

ვოლვო ქარსის რბილი ჰიბრიდები სამუხრუჭე სისტემის მართვის ელექტრო სისტემა ურთიერთქმედებს ენერგიის აღდგენის სისტემასთან და ამცირებს საწვავის მოხმარებას 15%-ით და გამონაბოლქვს, დამუხრუჭებისას კინეტიკური ენერგიის აღდგენით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ან ტესტ დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ "ვოლვო საქართველოს" შოურუმს მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ან დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები