ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი ვალუტით ჯერ არ ვაჭრობს, მაგრამ ლარი მყარდება
4 აპრილი, 2020, 20:58
სებ-ი ვალუტით ჯერ არ ვაჭრობს, მაგრამ ლარი მყარდება

თბილისი (GBC) - ლარი, სებ-ის ოფიციალური კურსით, $1/3.4563 -დან (25/03), $1/3.16 მდეა გამყარებული (4,5,6/04). 8.6%-ით.

10-დღიანი ტრენდით დასკვნა არ კეთდება, არც სხვა ვალუტებთან შედარება იძლევა კურსის მოსალოდნელი ტრაექტორიის კონტურების გამოკვეთის შესაძლებლობას. სტანდარტულად, ეკონომისტები წლის დასაწყისიდან აფასებენ, - სებ-ის პრეზიდენტმა გლობალურ გაურკვევლობაზე რამდენჯერმე აღნიშნა, სსფ-ს ბოლო დღეების შეფასების მოხმობით. გაურკვევლობის ხარისხი, მპკ-მდე (29/04) რაიმე დაშვებების გაკეთების შესაძლებლობას გამორიცხავს. თანაბარი შანსი აქვს პოლიტიკის როგორც გამკაცრებას, ასევე შერბილებას და არსებულ 9%-ის შენარჩუნებას. მოვლენების სწრაფად განვითარება ცდომილობის ალბათობას ზრდის. დღეს ნათქვამი აქტუალობას 7 დღეში კარგავს, მპკ-მდე კი 24 დღე რჩება. cov-ის პირველი შემთხვევიდან, მთელი 53 დღე..

ყოველდღიურ ვაჭრობაში ჩართვის მზაობის თაობაზე, სებ-ის განცხადების შემდეგ დოლარი ვეღარ მყარდება. ლარის გაუფასურების შეჩერებას სებ-ის ანალიტიკოსები მოლიდინებით ხსნიან, ასევე ინერციით, რაც ზედმეტად გაუფასურებას მოყვება ხოლმე.

cov-ის გავლენაში მოქცეულია მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო. როგორც ყველგან, აქაც გაურკვევლობაა, გარკვეულია რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გამინუსდება. საქართველოს ზრდის პროგნოზი გადაიხედება და ახალი პროგნოზით გაიწერება ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი (2 მლრდ -იანი). სებ-ს ასევე გარკვეული აქვს, რომ კრიზისის ტალღა ყველაზე მოწყვლად სექტორებს გადაუვლის, ტურიზმს და უძრავი ქონების ბიზნესს.

სებ-ს პორტფელში რეზერვების შევსებისთვის კარგ დროს დაგროვილი $3.3 მლრდ აქვს და ელოდება სსფ-ს დაფინანსებას, რომელსაც სხვა საფინანსო ინსტიტუტების თანხებიც მოყვება, რასაც მარეგულირებელი ბაზარს როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე მიაწვდის. "ვიდრე არ გამოელევა ".

სებ-ს ვაჭრობა ჯერ არ დაუწყია (ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე). ბლუმბერგის მოედანზეა 2009 წლიდან. სავაჭრო სისტემას იყენებდა მანდატის ფარგლებში, სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ინტერვენციებისას, 13/19/25 მარტსაც გამოიყენა $20/40/40 მლნ-ის გასაყიდ აუქციონებისთვის. სისტემით სარგებლობის თვის საფასური $1 970 -ია, ბაზრის ყველა მონაწილისთვის. ამ დროისთვის სისტემაში ყველა ბანკი და 4 მისოა(სხვა პროფილის კომპანიაც დაშვებულია. მხოლოდ ამ ეტაპისთვის არ უვაჭრია)

სებ-ის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ბლუმბერგის სისტემის არცერთი მონაწილე ფლობს ბრუნვის 13%-ზე მეტს. 2 დიდი ბანკის წილი არ აღემატებოდა 23%-ს

2017 წელთან შედარებით 2 სისტემური ბანკის წილი შემცირებულია:

საფინანსო ინსტიტუტის დასახელება  

წილი ვაჭრობაში, 2017 წელი 

 2 იანვ-31 ოქტ.

2 ოქტ - 13 ნოემბ. 

სს „საქართველოს ბანკი"

 16.3%

 13.9%

სს „თიბისი ბანკი" ("რესპუბლიკა ბანკი"-ს დამატებით)

 15.5%

 11.9%

სს „პროკრედიტ ბანკი"

 10.4%

 14.4%

შპს მისო "რიკო ექსპრესი"

 7.4%

 7.6%

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია"

 6.3%

 6.8%

სს „პაშა ბანკი საქართველო"

 6.1%

 7.3%

სს „ხალიკ ბანკი საქართველო"

 5.5%

 3.8%

სს „ლიბერთი ბანკი"

 5.1%

 4.4%

სს „ ტერა ბანკი"

 4.6%

 9.1%

სს „სილქ როუდ ბანკი"  

 4.3%

 5.4%

სს “კრედო ბანკი“

 4.1%

 1.9%

სს მისო  "კრისტალი"

 2.9%

 3.3%

სს „ზირაათ ბანკი საქართველო" 

 2.5%

 0.7%

სს „ბაზისბანკი"

 2.1%

 1.8%

შპს მისო "ინტელ ექსპრეს ჯორჯია"

 1.9%

 1.9%

სს "იშ ბანკი საქართველო"

 1.5%

 1.9%

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო" 

 1.5%

 1.9%

სს „ბანკი ქართუ"

 1.0%

 1.4%

სს “ფინკა ბანკი საქართველო“

 1.0%

 0.1%

შპს მისო "გირო კრედიტი"

 0.0%

 0.3%

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები