ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი ფულის ნიშნებს ძემცირებული სამუშაო რესურსით არიგებს
6 აპრილი, 2020, 18:05
თბილისი (GBC) - სებ-ი cov-ით ინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობის 16 -მდე გაზრდაზე აცხადებს. გასულ კვირას 7 გამოვლინდა 6-ა 1-ისგან გადაედო და როგორც გაირკვა სხვებსაც.მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია.
ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა.

სებ-ი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდება სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას.

"გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას", აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

სებ-ის განცხადებაში აღნიშნულია ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის როლზე,, სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და ეკონომიკის ფულის ნიშნებით მომარაგების საქმეში. სებ-ს საქმიანობის უწყვეტობის გეგმა უკვე  გაააჩნია და შეიმუშავა პოტენციური რისკების შეფასების სისტემა, მოვლენათა სხვადასხვა სცენარისთვის,  გართულებების პირობებშიც კი, სრული ოპერაციული მზაობისთვის.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები