ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სიცხიანი პაციენტი კბილს ვერ დაიბჟენს
6 მაისი, 2020, 14:55
სიცხიანი  პაციენტი კბილს ვერ დაიბჟენს
თბილისი (GBC) - პანტიპანდემიური ღონისძიებების და აღჭურვილობის გაძვირების, ასევე პაციენტების დაშორიშორებისთვის ხარჯის მნიშვნელოვან ზრდას ელიან სტომატოლოგები და შესაბამისად მომსახურების გაძვირებას.

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ქეთი გოგილაშვილს ხარჯების ზუსტი კალკულაციის წარმოდგენა უჭირს და სადაზღვევო კომპანიებს ვალდებულებების დროულად დაფარვისკენ მოუწოდებს, სექტორმა შემჭიდროებულ ვადაში გეგმიური მომსახურების აღდგენა რომ შეძლოს.

მისივე თქმი, გამკაცრებულია, როგორც პაციენტის, ასევე ექიმის ვალდებულებები. პერსონალს დამატებითი, სპეციალური ეკიპირება მოეთხოვება. დადისტანცირებასთან ერთად, სხვა პროცედურების დამატება, ნიშნავს კლინიკის გამტარობის შემცირებას, უფრო ნაკლები პაციენტის მომსახურებას და შესაბამისად შემოსავლის კლებას, გაზრდილი ხარჯის საპირისპიროდ.

საქართველოში 9 000 -მდე ლიცენზირებული სტომატოლოგია, ქალაქის ერთ უბანზე 10-ზე მეტი სტომატოლოგიური კაბინეტი მოდის.

22 მაისამდე სტომატოლოგიური კლინიკების ვადამდე გახსნას ჯანდაცვის სამინისტროს 25 მარტის დადგენილებაში შეტანილი ცლილება ითვალისწინებს. ქეთი გიგოლაშვილის ინფორმაციით, გეგმიურ მომსახურებასთან ერთად ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველა პროცედურა აღდგება


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები