ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როცა ბიუჯეტს ვნახავთ - დეპუტატი
14 მაისი, 2020, 19:11
როცა ბიუჯეტს ვნახავთ - დეპუტატი
თბილისი (GBC) - „ანტიკრიზისულ გეგმის საბოლოო შეფასება უპრიანია მაშინ, როცა ბიუჯეტს ვნახავთ“, - დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თანხა ბევრია თუ ცოტა, უნდა განისაზღვროს მაშინ, როცა დარწმუნდები, რომ მთავრობის გადაწყვეტილება რელევანტურია საკუთარი ხარჯებისა და პროგრამების შემცირებასთან დაკავშირებით და მოზიდულ თანხებთან მიმართებაში.

რომან კაკულიამ TV იმედზე განაცხადა, რომ მერე შეფასდება, თვითდასაქმებულებზე 300 ლარი ბევრია თუ ცოტა“.
„მთავარი კრიტერიუმი იყო, რამდენად ყოვლისმომცველი იყო შემხებლობა. თუ სოციალური დახმატების პაკეტს გადავხედავთ, ის, რაც ყველას ეხებოდა, იყო კომუნალურ გადასახადებთან არსებული გადახდები და 3 თვით ვალდებულებების გადავადება. ხელისუფლებამ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებები შესთავაზა, მათ, ვინც სამსახური დაკარგა. მან გარკვეული პრინციპებით იდენტიფიცირება მოახდინა თვითდასაქმებული პირების და მათთვის თანხა გამოყო. სოციალური პაკეტში ქულების რაოდენობა გაზარდა და ,შესაბამისად, გამოყო თანხა მათთვის, ვინც ამ ქულების რაოდენობაში 600-დან 1000-მდე გახლდათ. ხელისუფლებამ დახმარება შესთავაზა მათ, ვისაც 16 წლამდე ასაკის 3 შვილი ჰყავდა და, ასევე, ვისაც განსაკუთრებული შშმ პირები ჰყავდა ოჯახში. თუ ასე დასვამ შეკითხვას: საკმარისია თუ არა? რა თქმა უნდა, ეს საკმარისი თანხები არ არის, მაგრამ ობიქტური ადამიანი დასვამს კითხვას, თუ რამდენად გაიღო მთავრობამ ის თანხა, რომლის გაღების უფლებაც მას ჰქონდა. მთავარია, დაინახო ერთიანი სურათი სხვადასხვა სეგმენტით და რაციონალურად გაიაზრო პაკეტის მთელი მოცულობა, მაგრამ ჩვენთან ოპონირება არ არსებობს და, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ოპონირების პროცესი გადასულია მტრობაში“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები