ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4801        GBP 3.889        RUB 4.4615        UAH 1.1874        AZN 1.8725        AMD 6.6219      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
არდოტში ჰესის მშენებლობა გადაიდო
20 მაისი, 2020, 17:22
არდოტში ჰესის მშენებლობა გადაიდო
თბილისი (GBC)- ხევსურეთის სოფელ არდოტში მცირე ჰესის მშენებლობა გადაიდო. მშენებლობისთვის ტენდერში წინადადებების შესწავლა მიმდინარეობდა, თუმცა მოულოდნელად შესყიდვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც სავარაუდოდ, ჰესის ჩაბარების ვადას უკავშირდება.

„ტენდერის შეწყვეტა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოცხადებული პირობებით (ჰესის მშენებლობის დასრულება 2020 წლის სექტემბერს) არდოტი ჰესის პროექტის განვითარების აღარ განხორციელების შესახებ“, - ნათქვამია სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაში.

ჰესის პროექტირება მშენებლობისთვის ტენდერში 3 კომპანია მონაწილეობდა და მათ შორის, ყველაზე დაბალი ფასი „შორეთელი ჰოლდინგ გრუფს“ ჰქონდა წარდგენილი - 3.2 მლნ დოლარის ოდენობით. სავარაუდო ღირებულება 5.7 მლნ იყო.
იგეგმებოდა 150კვტ სიმძლავრის ჰიდრო ელექტროსადგურის და შესაბამისი გადამცემი ხაზის პროექტირება/ აშენება.
შეგახსენებთ, ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახიელში, ჭიმღაში, ამღაში და როშკაში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ქსელმშენი“ შეასრულებს. პროექტის ღირებულება 3.3 მლნ ლარია
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები