ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0532        EUR 3.4477        GBP 3.8144        RUB 4.2454        UAH 1.1287        AZN 1.796        AMD 6.3083      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი და ექსპერტი ტრანსპორტის იგნორირებაზე
25 მაისი, 2020, 14:04
პრემიერი და ექსპერტი ტრანსპორტის  იგნორირებაზე
თბილისი (GBC) - უწყებათაშორის საკოორდინაციო შენარჩუნებულ შეზღუდვებსა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად საქალაქო ტრანპორტზე შეზღუდვების ეტაპობრტივად მოხსნის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

"აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლაში პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება", - პრემიერნა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის.

"თანამედროვე ავტობუსები იძლევა უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას. ტრანსპორტის იგნორიორება გამორიცხულია', -ეკა ლალიშვილმა " საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" რუსთავის 2-ის ეთერში გეგმის დაჩქარებაზე განაცხადა და საზოგადოებისს კითხვებზე პასუხის საჭიროებაზე: სამარშრუტო ტაქსები რა პირობით აღდგება. მეტროს სადგურებში ვენტილაციის სისტემა როგორ მოეწყობა დავირუსებულმა ჰაერმა არ უნდა იტრიალოს. როგორ განთავსდებიან მგზავრები, დაემატება თუ არა ავტობუსები.

საგანგებო მდგომაროების გაუქმებიდან (22 მაისი) შენარჩუნებული და მოხსნილი შეზღუდვები
მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:
o მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.
o მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.
o დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
 რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;
 ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“);
 სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);
 სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;
 სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;
 ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.
o დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.
o დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
o გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.
o მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.
შენარჩუნდა შეზღუდვები:
o შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).
o შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.
o შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.
o ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.
o ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.
o სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
o ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
o კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.
o შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
o იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).
o დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.
o შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:
 რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
 ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“);
 სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);
 სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;
 სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;
 ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.
o ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.
o სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.
o ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
o საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები