ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0532        EUR 3.4477        GBP 3.8144        RUB 4.2454        UAH 1.1287        AZN 1.796        AMD 6.3083      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
სასტუმროში საკარანტინეს, სამუშაო სივრცე ცვლის
19 ივნისი, 2020, 15:26
სასტუმროში საკარანტინეს, სამუშაო სივრცე ცვლის
თბილისი (GBC) - 2 კვირიანი საკარანტინე სირცეების შემდეგ, სეზონჩავარდნილმა ტურისტულმა სექტორმა 5-7 დღიანი სამუშაო - დასვენების სივრცის მოწყობაზე უნდა იზრუნოს.

"თიბისი კაპიტალი" ყოველკვირეულ სექტორულ კვლევებს, რეკომენდაციებს და პროგნოზებსაც აყოლებს. თიბისი რისერჩი სასტუმროებს, სახლში დარჩენილებისთვის მიმზიდველი სატარიფო პაკეტების შეთავაზებას ურჩევს, რომ ბანკირი თუ საჯარო უწყების დისტანციურად დასაქმებული კატეგორია, სამუშაო გარემოს უფრო კომფორტულ სივრცეში გადატანით დააინტერესონ. და ნომრები, დატვირთული ვიქენდების გარდა სხვა დღეებშიც შეავსონ.

"თიბისი კაპიტალს" ტურიზმის თავდაპირველი საბაზისო და ოპტიმისტური პროგნოზები გაუმტყუნდა, აზერბაიჯანის და სომხეთის ეპიდვითარების გამო. ჩაკეტილი ავიანაკადის კომპენსირება სახმელეთო გზით შემომსვლელებით ეიმედებოდა, თუმცა ვითარება შეიცვალა. და ფსონი მხოლოდ ადგილობრივ ტურისტებეზე იდება.

2019 წლის სტისტიკასაც თუ მოვიხმობთ, ბებიასთან თუ საკუთარ აგარაკებზე გატარებული 24 მლნ ღამის საპირისპიროდ, ადგილობრივ ტურისტებზე გაყიდულ 2 მლნ-მდე ღამეს ( 17 მლნ-დან ) ვარაუდობენ, რომ შთაბეჭდავი შედეგი არა, მაგრამ მცირედი ზრდა იქნება.

თიბისი კაპიტალი ბათუმის გამოცოცხლებას, 5% მატებით, ივლისში ელის. ტურისტული სეზონის გახსნა ყველაზე მყისიერად რესტორნებზე აისახა წლიურ ჭრილში 70,50% -აინი კვირის კლების, 41%-მდე კორექტირებით. სასტუმრო ბიზნესი ჯერ მხოლოდ -97%-დან -93%-მდე გაუმჯობესებას აჩვენებს.

მომსახურების ფასის განახევრებაზე საბანკო ჯგუფების რეკომენდაციის საპასუხო რეკომენდაცია აქვს სამასპინძლო სექტორს, გაუიაფდეს საბანკო სესხი და მომსახურების გაიაფების მეტი მოტივაცია მიეცემა, ასევე რესურსი, უკეთესი ტურისტული პაკეტის თიბისი ჯგუფის შინდარჩენილთა შეთავაზებისთვის.

როგორც იცით 330 მლნ ლარის საკრედიტო -საგარანტიო მექანიზმის დებულება უკვე ხელმოწერილია და ბიზნესს, მათ შორის განსაკუთრებით ტურისტულს, დიდი მოლოდინი აქვს.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული ინდიკატორები:https://www.tbcresearch.ge/en/Research/Download?ResearchId=306&Type=PDF


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები