ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0747        EUR 3.6272        GBP 4.0294        RUB 4.2244        UAH 1.1153        AZN 1.8086        AMD 6.3335      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„საქნახშირში“ შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმის წარდგენის ღონისძიება გაიმართა
1 ივლისი, 2020, 17:35
„საქნახშირში“ შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

თბილისი (GBC)-  1 ივლისს, „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში შახტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან და მეშახტეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ შახტების სრული რეკონსტრუქციისა და ინვესტირების პროექტი წარადგინა.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ და „საქნახშირის“ დირექტორმა ზურაბ აღდგომელაშვილმა თანამშრომლებს ახალი გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და შეხვედრების გრაფიკი გააცნეს. ასევე, შახტის სრულ რეკონსტრუქციასთან, საშტატო ცვლილებებთან და ანაზღაურების ახალ, ბონუსურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასაქმებულების კითხვებს, ხელმძღვანელობასთან ერთად, „საქნახშირის“ მთავარი ინჟინრის მოადგილე, გია ბაბუხადია პასუხობდა.

კომპანია „საქნახშირი“ სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში გაიმართება შეხვედრები თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებთან (პროფესიების მიხედვით შედგა 12 ჯგუფი), რაც ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, შეხვდეს თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად განიხილოს ყველა საინტერესო/აქტუალური საკითხი. სამუშაო შეხვედრებზე მოხდება ინვესტირების სქემისა და ტექნოლოგიური პროცესების  წარდგენა; ასევე, შახტის სრული რეკონსტრუქციისა და ანაზღაურების ახალი, ბონუსური სისტემის განხილვა.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, მოხდება სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და კომპანია „საქნახშირს“ შორის.  

ბადრი არაბიძე, „საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში: „შახტის სრული რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია სხვადასხვა დარგის, მიმართულებისა და პროფესიის მიხედვით. მოხდება საშახტო სტრუქტურის რეორგანიზაცია და სრულყოფა. იმ ორი წლის განმავლობაში, როდესაც საწარმო გაჩერებული იყო, ბევრი პრობლემა დაგროვდა. მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი და ამ დროისთვის, ინვესტიციებიც ჩადებულია. როგორც ვიცი, ამ პროგრამის მიხედვით, საერთო ჯამში, დაახლოებით 13 მილიონი ლარზე მეტი თანხა იქნება მიზნობრივად ათვისებული. 1 წლის განმავლობაში ქვანახშირის მოპოვება 300 000 ტონამდე მაინც უნდა ავიდეს. უბნების რაოდენობა უნდა გაიზარდოს (ახლა 3 უბანი გვაქვს და 4 უნდა გახდეს). კომპანიის მიზანია წარმოების გაზრდა, თანამშრომლების კმაყოფილება და შახტის განვითარება. გრძელვადიანი პროგრამა კი უფრო დიდ მასშტაბებზე გადის. დღეს ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად ხელფასების საკითხი ითვლება. ბონუსურ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თანამშრომელთა ანაზღაურებას - რაც უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციის მოპოვება იქნება შესაძლებელი, მით მეტ ანაზღაურებას მიიღებენ ისინი. რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მკაცრად იქნება დაცული შრომის უსაფრთხოების წესები და გაიზრდება წარმოება. ეს პირდაპირ იმოქმედებს დასაქმებულების კეთილდღეობაზე“.

გია ბაბუხადია, მთავარი ინჟინრის მოადგილე: „გეგმის დამუშავებისა და განხილვის პროცესში ყველა რგოლის თანამშრომელია ჩართული. სახელფასო საკითხის განხილვებისთვის თანამშრომლები 12 ჯგუფად არიან დაკომპლექტებულები. მე უსაფრთხოების, ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების წარმოების, ვენტილაციის, გამონამუშევარი სივრცეების დამუშავების მიმართულებით ვმუშაობ. ახალი ხელმძღვანელობის შემოსვლისთანავე სრულიად ახალი ბურღვა-ფეთქითი პასპორტები შევიმუშავეთ, რომლებიც ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ დაამტკიცა. გავამკაცრეთ უსაფრთხოების მიმართულება. მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხო მანძილებს, რომ ნებისმიერი გადაცდომა გამოირიცხოს. ჩვენი პრიორიტეტია უსაფრთხოების დაცვა, ყველა თათბირი ამ თემით იწყება. უსაფრთხოების დაცვისთვის, პირველ რიგში, თანამშრომლების მხრიდან წესების დაცვაა საჭირო. ეს თითოეულმა მეშახტემ უნდა გაიგოს. რეკონსტრუქციის გეგმის წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა, ნახშირის მოპოვება და მუშაობა ბევრად გაადვილდება. კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და სამუშაო პროცესები უფრო უსაფრთხო და მარტივი გახდეს. სამომავლოდ, ნახშირის ამოტანა ჰორიზონტალური, დახრილი გვირაბებით მოხდება“.

15 ივლისიდან კომპანია „საქნახშირი“ შახტების გეგმაზომიერ რეკონსტრუქციაზე გადადის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები