ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2059        EUR 3.756        GBP 4.1212        RUB 4.0976        UAH 1.1327        AZN 1.8872        AMD 6.5576      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის
11 აგვისტო, 2020, 14:06
თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის

თბილისი (GBC) - აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება.

31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ  სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ.

ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის  ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს.

ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

 

რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს:

 

·                     მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;

·                     საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;

·                     ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან  გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

·                     ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ;

·                     ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;

·                     ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;

·                     Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები