ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1988        EUR 3.756        GBP 4.106        RUB 4.1413        UAH 1.1287        AZN 1.883        AMD 6.5479      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აშშ-მ ისრაელს ანექსია შეაჩერებინა
13 აგვისტო, 2020, 22:01
აშშ-მ ისრაელს ანექსია შეაჩერებინა
თბილისი (GBC) - "როიტერი" ისრაელის და არაბთა საამიროებს შორის ისტორიულ შეთანხმებაზე წერს.

„უზარმაზარი მიღწევა. ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდებულ მეგობარს - ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის!“, - დაპოსტა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე", სადაც ისრაელის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც დაწერა, რომდღე ისტორიულია ისრაელის სახელმწიფოსთვის“

ისრაელი თანახმაა, შეაჩეროს თავისი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ტერიტორიაზე სუვერენიტეტის გაფართოება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ანექსიად განიხილავდა.

„რამდენიმე წუთის წინ მე განსაკუთრებული ზარი მქონდა ორ მეგობართან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრინც შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედთან, სადაც ისინი შეთანხმდნენ ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებაზე. ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. 49 წლის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობების სრულ ნორმალიზება შესაძლებელი გახდა.
მათ ექნებათ საელჩოები, ეყოლებათ ელჩები და თანამშრომლობას დაიწყებენ სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აბუ დაბის ტახტის მემკვიდრემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების დე ფაქტო მმართველმა, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედმა აღნიშნა, რომ შეთანხმება შედგა და ეს შეაჩერებს ისრაელის მხრიდან პალესტინის ტერიტორიების შემდგომ ანექსიას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები