






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - „პსპ-დაზღვევამ“ წლის პირველი ხანევარი 1,04 მლნ-იანი მოგებით დაასრულა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 253 100 ლარი.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გაიზარდა მოზიდული
პრემიის მოცულობა - 14.5 მლნ, 2019 წლის ანალოგიურ
პერიოდში - 11, 6 მლნ.
ერთი წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა ზარალის
ანაზღაურების მაჩვენებელი და 7,5 მლნ ლარს შეადეგნს (2019 წლის ანალოგიურ პერიოდში
7,3 მლნ).
„პსპ-დაზღვევის“ მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ჯანმრთელობის
დაზღვევა. ამ დარგში გაცემულია 45 714 პოლისი,
მოზიდული პრემიის მოცულობამ 10,8 მლნ,
ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა - 4,3 მლნ. ლარი შეადგინა.
სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებათან დაკავშირებული
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - გაცემული პოლისების რაოდენობა - 30 960, მოზიდული პრემია - 861 000 ლარი, ანაზღაურებული
ზარალი - 126 000 ლარი.
სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა - -გაცემული პოლისების
რაოდენობა - 3133, მოზიდული პრემია - 1,7 მლნ. ლარი, ანაზღაურებული ზარალი - 815 მლნ. ლარი.
ქონების დაზღვევა - - გაცემული პოლისების რაოდენობა - 252,
მოზიდული პრემია - 850 ლარი, ანაზღაურებული ზარალი - 790 ლარი.