ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3119        EUR 4.0107        GBP 4.4426        RUB 4.4084        UAH 1.1685        AZN 1.9482        AMD 6.492      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
როგორ შეიცვალა სესხის პროცენტი ბოლო ერთ წელში
17 სექტემბერი, 2020, 17:45
როგორ შეიცვალა სესხის პროცენტი ბოლო ერთ წელში
თბილისი (GBC) - 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მეტი ცვალებადობით ხასიათდებოდა, ვიდრე უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე. PMC კვლევის მიხედვით, 2020 წლის ივლისში,2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 15.7% შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მიაღწია 6.6%-ს. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, სხვაობამ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის 9.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც 2 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლს. ამასთან, 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 16.2%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე - 6.5%-ს. შედარებისთვის, 2019 წლის შესაბამის პერიოდში საშუალო საპროცენტო განაკვეთები, შესაბამისად, 15.3% და 7.3%-ს.

2020 წლის ივლისის ბოლოს, 2019 წლის შესაბამის მაჩვენებლთან შედარებით, საქართველოში დეპოზიტების მოცულობა 21%-ით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ პერიოდისთვის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები გაიზარდა 16%- ით, ხოლო ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები - 29%-ით. 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მარტის ბოლოს, როდესაც დეპოზიტების მოცულობა 24%-ით აღემატებოდა 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნულ პერიოდში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები გაიზარდა 32%-ით, ხოლო ეროვნულ ვალუტაში - 10%-ით. 2017 წლის იანვარი - 2020 წლის ივლისის პერიოდში, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები ხასიათდება მეტი ცვალებადობით, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებთან შედარებით. 2020 წლის ივლისის ბოლოს, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიაღწია 8,7%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების პროცენტები 0,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დაეცა 2.5%-მდე. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობამ შეადგინა 6,2 პროცენტული პუნქტი, რაც 1,7 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9.8%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2.6%-ს უტოლდებოდა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარივლისში აღნიშნული მაჩვენებლები, შესაბამისად, 7.4% და 2.9% იყო.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები