ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3119        EUR 4.0107        GBP 4.4426        RUB 4.4084        UAH 1.1685        AZN 1.9482        AMD 6.492      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება
30 ოქტომბერი, 2020, 20:54

თბილისი (GBC) - 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი მოხვდება. პროპორციულ ნაწილში 1%-იანი ბარიერი უკეთეს შანსს აძლევს მოქალაქეებს, რომ მათი ხმა აისახოს მანდატებში.

მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, კოვიდწესების ზედმიწევნით დაცვით, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, ამით მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში!

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოარჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოარჩევნების დღეს საარჩევნო მედია ცენტრში 3 პრესკონფერენციას გამართავს: 12:30-ზე, 17:00-სა და 20:00 საათზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 1 ნოემბერს 10:30 საათზე კი წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები