






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - ქართულ ბაზარზე შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch შემოვიდა.
91-წლიანი ისტორიის მქონე შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს და მოსავალს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებში გამოიყენებს.
კომპანია პლანტაციების გაშენებას 2021 წლის იანვარიდან დაიწყებს, პირველ ეტაპზე 50 ჰექტარზე, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.
კომპანია ქართულ ბაზარზე სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით შემოვიდა.
კომპანიასთან მოლაპარაკება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაზე 2020 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ მინისტრსა და კომპანიის მფლობელს შორის დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ გადავიდა.