ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3044        EUR 4.0228        GBP 4.5138        RUB 4.4121        UAH 1.1741        AZN 1.9453        AMD 6.3699      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტურისტული ბიზნესი გადასახადებს 1.01.2021 -დან გადაივადებს
1 დეკემბერი, 2020, 16:54
ტურისტული ბიზნესი  გადასახადებს 1.01.2021 -დან გადაივადებს

თბილისი (GBC) -ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც  2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ  საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის  1 იანვრამდე,  გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

 

აღნიშნული გადავადებით, უკვე 652-მა გადასახადის  გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1 იანვრამდე  გადაუვადდათ ვალდებულება, ხოლო გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართოთ უწყებას, რათა არ განხორციელდეს  შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. შემოსავლების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს მიღებული განაცხადების დამუშავების პროცესი და გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპანია ისარგებლებს საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით.

 

აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ახალ ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები.

 

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უწყების მიერ  იდენტიფიცერებული კომპანიების მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები