ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3044        EUR 4.0228        GBP 4.5138        RUB 4.4121        UAH 1.1741        AZN 1.9453        AMD 6.3699      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Castello Mare - ს გაზაფხულის იმედი აქვს
მარიამ მინაძე
13 იანვარი, 2021, 17:20
Castello Mare - ს გაზაფხულის იმედი აქვს

თბილისი (GBC) - Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri 2020 წლის სირთულეებსა და 2021 წლის გამოწვევებზე GBC-სთან საუბრობს.

 

სასტუმროში აცხადებენ, რომ ზოგადად, 2020 რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო. მთელი წლის მანძილზე, ფაქტიურად, მხოლოდ 3 თვე იმუშავეს საშუალო დატვირთვით,რაც ბუნებრივია აისახა საერთო შემოსავლებზე და დაგეგმილზე 4-ჯერ ნაკლები მიიღეს.

 

“იმისთვის, რომ უსაფრთხოების სტანდარტები გამართული იყოს, ყოველდღიურად საკმაოდ დიდი ხარჯი გვაქვს, თუმცა ვიაზრებთ  ამის აუცილებლობას და მიუხედავად ყველაფრისა და რთული ფინანსური მდგომარეობისა, ბიუჯეტში ცალკე გვაქვს გამოყოფილი უსაფრთხოების ხარჯები”, - აცხადებენ კომპანიაში.

 

ამჟამად სასტუმრო დროებით დაკეტილია და თანამშრომელთა 80% უფასო შვებულებაშია.

 

იმედოვნებენ, რომ გვიან გაზაფხულზე შეძლებენ სასტუმროს გახსნას და სტუმრების მასპინძლობას სრულყოფილად.

 

მათი განცხადებით, მოთხოვნა არის, თუმცა ჯერ-ჯერობით მცირე. “იმედს ვიტოვებთ, რომ გაზაფხულისთვის ეპიდსიტუაციაც სასიკეთოდ შეიცვლება და მოთხოვნაც გაიზრდება”.

 

რაც შეეხება სახელმწიფო შეღავათებს, კომპანიის აზრით, ეს ნამდვილად აუცილებელი და საჭირო იყო.

 

“ვფიქრობთ, სახელმწიფომ არ უნდა შეწყვიტოს ტურიზმის სექტორისთვის  დახმარების გაწევა და კარგი იქნება თუ შეიმუშავებენ ერთგვარი სუბსიდირების საკითხსაც, თუნდაც ადგილობრივი ტურიზმისთვის, რადგან ამ პანდემიის ფონზე ისედაც დაბალია მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობა და დიდია ალბათობა, რომ გაუჭირდებათ სასტუმროებს სტანდარტულ ფასად მათი მასპინძლობა. ფასის დაწევა კი ყოველთვის ვერ იქნება გამოსავალი, მითუფრო იმის ფონზე, როცა ყველაფერი ძვირდება და პანდემიის გამო, უამრავი ხარჯი ემატება სასტუმროებს, თუნდაც იგივე უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებისთვის”, - აცხადებენ Castello Mare-ში.

 

ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ბიზნესი გადარჩეს მოუწევთ ხარჯების შემცირება სხვა მიმართულებით, რაც საერთო ჯამში ვერანაირად ვერ აისახება დადებითად.  “ვფიქრობთ თუნდაც  მცირედი სუბსიდირება წაახალისებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასაც და ერთგვარად დაეხმარება ბიზნესს გადარჩენაში”

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები