






USD | 3.3255 |
EUR | 4.0322 |
GBP | 4.6258 |
TRY | 0.4498 |

თბილისი (GBC) - მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს პირბადე მთავარი ინსტრუმენტია, - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 10 ქალაქშიც, სადაც საჯარო სკოლებში, 18 იანვარს, სწავლა დისტანციურად განახლდა, პროცესმა საკლასო ოთახებში უნდა გადაინაცვლიოს.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ კი 553 ობიეტის შემოწმების პოზიტიურ სტატისტიკაზე განაცხადა. მაკონტროლებელი 485 ეკონომიკური სუბიექტის მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.
მისივე ინფორმაციით, იწყება ბიზნესთან ბოლო საკონსულტაციო შეხვედრები, 1 თებერლიდან ბაზრების და მოლების გახსნისთვის, დამატებითი საპრევენციო ნორმები, ითვალისწინებს ტესტირებას. ამის შემდეგ მისი თქმით ეკონომიკა ეტაპობრივად უნდა გაიხსნას.