ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართული კირქვა ამერიკაშია
მარიამ მინაძე
21 იანვარი, 2021, 13:15
ქართული კირქვა ამერიკაშია

თბილისი (GBC) - კომპანია „ზოდი“ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ახალი ბაზრების ათვისებაზე მუშაობს და შედეგად, ქართული კირქვა ექსპორტზე ამერიკაში გაიტანა.

 

კომპანია GBC-სთან იმ დეტალებზე საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ქართული კირქვა ამერიკაში. რომ პანდემიის პერიოდში, ხდებოდა რეალიზატორების ბაზების მოძიება სხვადასხვა ქვეყნებში და შესაბამისად დაკონტაქტება. ბევრ ქვეყანაში დაინტერესებულ მხარეებს ეგზავნებოდა ნიმუშები, ერთ-ერთი კი სწორედ ამერიკა იყო, რისთვისაც კირქვა - სპეციალური დაკვეთით ზოდის ქართული ქვის საწარმოში დამუშავდა.

 

„ზოდი“-ს განცხადებით, პირველი პარტია 30 დეკემბერს გაიგზვანა. კირქვის ფილების მოცულობა კი - 450 კვ.მ-ს  შეადგენდა.

 

კირქვის ფილები ფლორიდის შტატში, მაიამში გაიგზავნა. პირველი კონტეინერი სატესტო პარტიაა.

 

„ვიმედოვნებთ, პროდუქცია სრულად დააკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებს და ამერიკაში ექსპორტი არ იქნება ერთჯერადი. პარალელურად კი, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, იტალიასთან, ისრაელთან და ა.შ“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

ამბობენ, რომ 2020 წელი „ზოდი“-სთვის, ისევე როგორც სხვა მსგავსი ბიზნესებისთვის არ იყო მარტივი.

 

„ლოგიკურია ვერ დადგებოდა ის შედეგი რასაც ვგეგმავდით. გაყიდვებში დასახულ მიზნებზე 30%-ზე ნაკლები შევასრულეთ და 2019 წელთან შედარებით კი 10%-15%-იანი კლება გვქონდა. ვიმედოვნებთ 2021 წლის გამოწვევებს გავუმკლავდებით და შევძლებთ ჩვენი ახალი წამოწყების, ქართული წარმოების განვითარებას“.

 

„ზოდიში“ სახელმწიფო შეღავათებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან მოხდა საშემოსავლოს და ქონების გადასახადის გადავადება 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასზე - საშემოსავლოსგან გათავისუფლება.

„გვესმის, რომ მდგომარება რომელშიც აღმოვჩნდით არ არის მარტივი და სახელმწიფოს რესურსიც არ გახლავთ ამოუწურავი. თუმცაღა, შესაძლოა პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის ჩვენთვის მისაღები იყოს საბიუჯეტო ვალდებულების  დაგეგმილ ნაწილში შეუსრულებლობის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის განსაზღვრა, რაც სრული პარალიზებისგან დაგვიცავდა და შესაბამისად ფუნქციონირების საშუალებასაც მოგვცემდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები