ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3255        EUR 4.0322        GBP 4.6258        RUB 4.4633        UAH 1.1903        AZN 1.9542        AMD 6.3026      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნამახვანჰესის ვებგვერდი განახლდა
22 იანვარი, 2021, 18:21
ნამახვანჰესის ვებგვერდი განახლდა

თბილისი (GBC) - ნამახვამის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ენკამ“ (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.) ახალი ვებ-გვერდი - www.namakhvani.com აამოქმედა.

პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, უცხოელი და ქართველი სპეციალისტების კვლევები, რომელთა საფუძველზეც მომზადდა გზშ ანგარიში და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.

„ნამახვანჰესი ამ დღეისთვის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია და შესაბამისად, საზოგადოების ინტერესიც მაღალია.  ჩვენი პრიორიტეტია,  ვიმუშავოთ მაქსიმალური გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდნობით. ახალი ვებ-გვერდი ამაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა გენერალურმა მენეჯერმა ზეკი ქოჯაოღლუმ.

ნამახვანის ჰესების კასკადი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომლის დანიშნულება ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაა. ის 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
სპონსორები