ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისელების 60%-ს ფინანსური მდგომარეობა გაუუარესდა
25 იანვარი, 2021, 11:06
თბილისელების 60%-ს ფინანსური მდგომარეობა გაუუარესდა

თბილისი (GBC) - ACT-ის  12/2020 -ის კვლევით, რესპონდენტების 60%-ს აზრით, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.გამოკითხულთა 34% ფიქრობს, რომ  მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 3%-სთვის გაუმჯობესდა.

 რესპონდენტების უმრავლესობა 47% ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე. 30% ახლაც იმდენს ხარჯავს, როგორც პანდემიამდე ხოლო გამოკითხულთა 23% ახლა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე.

უმრავლესობა 34%, ახლა უფრო მეტს, საკვებ და სასმელ პროდუქტებზე ხარჯავს. რესპონდენტების 27% უფრო მეტს საოჯახო მოხმარების (ქიმია, ჰიგიენა, თავის მოვლის საშუალებები) საქონელზე ხარჯავს, ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით (ექიმი, ანალიზები, მედიკამენტები) გამოკითხული რესპონდენტების 27% ხარჯავს უფრო მეტს.  ზრდის მიზეზად უმრავლესობა 75% პროდუქტის გაძვირებას ასახელებს.

ყოველი მეორე თბილისელი ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს ტრანსპორტზე (მგზავრობა, საწვავი).  რაც შეეხება მსხვილ შენაძენებს (ბინა, აგარაკი, ავეჯი, ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა), ათიდან ექვსი პოტენციური მყიდველი, თავს იკავებს მსხვილი შენაძენის გაკეთებისგან.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 11-13 დეკემბერს მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები