ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბილ გეითსი კლიმატის გადასარჩენად მილიარდებს დახარჯავს
15 თებერვალი, 2021, 09:41
ბილ გეითსი კლიმატის გადასარჩენად მილიარდებს დახარჯავს

თბილისი (GBC) - Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი უახლოესი 5 წლის განმავლობაში $2 მლრდ–ის ინვესტიციას განახორციელებს იმ სტარტაპებში, რომლებიც კლიმატის გლობალური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას მოემსახურება. ამის შესახებ ბიზნესმენმა და მეცენატმა გერმანულ საქმიან გამოცემასთან Handelsblatt ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ორშაბათს, 15 თებერვალს გამოქვეყნდა.

გეითსის აზრით, კლიმატის გადასარჩენად მსოფლიოს ქვეყნებმა ხარჯები სულ მცირე ხუთჯერ, $110 მლრდ–მდე უნდა გაზარდონ ყოველწლიურად. „ჩვენ ფიზიკური ეკონომიკის ისეთი სწრაფი ტემპით შეცვლა მოგვიწევს, როგორც არასდროს ისტორიაში“, – აღნიშნა მან.

ბილ გეითსმა ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიომ ატომურ ენერგიაზე უარი არ უნდა თქვას, ვინაიდან ალტერნატიული მზისა და ქარის ენერგია ვერ დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე მზარდ მოთხოვნას. მეცენატი დიდ იმედებს ამყარებს ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის გაფილტვრაზე. თავად Handelsblatt–ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია დღეისათვის ჯერ კიდევ საკამათოდ რჩება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები