






USD | 3.4521 |
EUR | 4.1442 |
GBP | 4.8081 |
TRY | 0.4219 |
თბილისი (GBC) - რუსეთსა და ბელარუსში მუდმივად მცხოვრებმა ებრაელებმა, რომლებიც რუსული ვაქცინებით არიან აცრილი („სპუტნიკ V“, ეპივაკკორონა“ ან „კოვივაკი“), ისრაელში შესვლისას მაინც უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის ცნობა, ან კორონავირუსის გადატანის დამატასტურებელი დოკუმენტი.
ვაქცინაციის შესახებ რუსულ დოკუმენტს ისრაელი ჯერ არ
აღიარებს – ასეთი პასუხი ისრაელის ტელეკომპანია „9TV“–ს
კითხვაზე გასცეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით რუსული ვაქცინები
არ უღიარებია კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის
სამმართველოს (FDA) და სამკურნალო პრეპარატების
ევროპულ სააგენტოს.
რუსული ვაქცინებით აცრილ ებრაელებს პრობლემები შეიძლება
შეექმნათ, თუ მოისურვებენ ქვეყნის საკანონმდებლო არჩევნებში ხმის მისაცემად სამშობლოში
დაბრუნებისას. 24–ე მოწვევის ქსენეტის არჩევნები 23 მარტს გაიმართება.