ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4521        EUR 4.1442        GBP 4.8081        RUB 4.5132        UAH 1.2269        AZN 2.0287        AMD 6.6147      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
OPEC+ მინისტერიალზე ნავთობმოპოვების გაზრდას განიხილავენ
4 მარტი, 2021, 11:01
OPEC+  მინისტერიალზე ნავთობმოპოვების გაზრდას განიხილავენ

თბილისი (GBC) - OPEC+ ფორმატის წევრი ქვეყნების მინისტერიალზე, რომელიც ხუთშაბათს, 4 მარტს გაიმართება, დღე–ღამეში ნავთობმოპოვების 500 ათასი ბარელით გაზრდის საკითხს განიხილავენ.

ორი დღის წინ იგივე ფორმატის ტექნიკურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ნავთობმოპოვების შემცირებასთან დაკავშირებული გარიგების პირობები დეკემბერში 101%–ით შესრულდა. მათ შორის, OPEC-ის წევრმა ქვეყნება ეს შეთანხმება 104%–ით, ხოლო კარტელის არაწევრმა ქვეყნებმა – 95%–ით შეასრულეს. შესაბამისად, მოპოვების მოცულობის შემცირებამ შეთანხმებულს დღე–ღამეში 77 ათასი ბარელით გადააჭარბა. ნავთობმოპოვების თემაზე მინისტერიალისთვის ტექნიკური კომიტეტის რეკომენდაციების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

მისასალმებელ სიტყვაში OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მოჰამედ ბარკინდომ თქვა, რომ კარტელის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,4%–ით გაიზრდება, ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეკონომიკის პერსპეტივევბის ზრდის შესაძლებლობას შექმნის.

გარდა ამისა, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთში. ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლისვის 6,9%–ს შეადგენს.

კარტელის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა მსოფლიოში, დღე–ღამეში 5,9 მლნ ბარელით გაიზრდება – 95,9 მლნ ბარელამდე დღე–ღამეში.

ამ ფონზე, ეტალონური მარკების ნავთობი მსოფლიო ბირჟებზე ძვირდება. თბილისის დროით 10:50 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობი 0,62%–ითაა გაძვირებული და ბარელი $64,47 ღირს, ხოლო ერთი ბარელი WTI $61,57 ღირს (+0,47%).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები