ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1428        EUR 3.6519        GBP 4.3427        RUB 4.5287        UAH 1.1893        AZN 1.8496        AMD 6.5816      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პორშე ცენტრი თბილისის ყველა თანამშრომელი აცრილია
27 აგვისტო, 2021, 17:20
პორშე ცენტრი თბილისის ყველა თანამშრომელი აცრილია

თბილისი (GBC) - თეგეტა მოტორსი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და  დაცვის მიზნით  განაგრძობს ვაქცინაციის  კამპანიას "თეგეტა მწვანე ზონა“.  პორშე ცენტრი თბილისი პირველი აღმოჩნდა, სადაც ყველა თანამშრომელი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი.  

დღეიდან პორშე ცენტრი თბილისი მწვანე ზონაა და დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შოურუმში მისულ მომხმარებელს ვაქცინირებული თანამშრომლები მოემსახურებიან. პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას როგორც დასაქმებულების, ასევე მომხმარებლის მიმართ. თბილისის პორშეს ცენტრის მიზანია დაიცვას მისი გუნდის წევრები, მომხმარებელი და ამასთან წვლილი შეიტანოს პანდემიის დამარცხებაში. კომპანიაში, რომელსაც ქართულ ბაზარზე საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, თანამშრომელთა 100% უკვე აცრილია.  

"პორშე ცენტრი თბილისის გუნდისთვის მნიშვნელოვანია ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენთვის თანამშრომლების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, პანდემიის შესაჩერებლად, ალტერნატივა არ აქვს. დიდი მადლობა ჩვენს თითოულ თანამშრომელს აქტიურობისთვის და პასუხიმგებლობისთვის  “ –  ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი  პეტრე წაქაძე  

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად, თეგეტა ჰოლდინგის ყველა თანამშრომლისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით,  2 კვირაა აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. კომპანია თამაშრომლებს იმუნიზაციის პროცესში ეხმარება, როგორც რეგისტრაციის ასევე ვაქცინააციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზუნველყოფით.თეგეტას გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც თეგეტელების კითხვებს პასუხობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა, კამპანია წამახალისებელი საჩუქრებს და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.  


 


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები