ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0867        EUR 3.4849        GBP 4.1204        RUB 4.12        UAH 1.1372        AZN 1.8153        AMD 6.3578      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აზერი-ჩირაგ-გუნაშლი 4 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოებას აღნიშნავს
20 სექტემბერი, 2021, 14:07
აზერი-ჩირაგ-გუნაშლი 4 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოებას აღნიშნავს

·                     პროექტს დიდი სარგებლი მოაქვს აზერბაიჯანისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული მხარისთვის

·                     ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა საბადოს 27 წლის იუბილეს დამდეგს

·                     კიდევ ერთი წარმატების ამსახველი გვერდი დაემატა მსოფლიო დონის საბადოს მუშაობის შესანიშნავ ამბავს, რომელიც არაჩვეულებრივი თანამშრომლობის და უსაფრთხოების, საიმედოობის და მაღალი გერმოსდაცვითი  სტანდარტებით მუშაობის შესახებ მოგვითხრობს


ბი-პი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ნავთობის საბადოს ოპერატორია. პროექტში მისი პარტნიორები არიან - SOCAR, MOL, INPEX, Equinor, ExxonMobil, TPAO, ITOCHU, ONGC Videsh Limited (OVL).  მათი სახელით ბი-პი სიამაყით აცხადებს, რომ 2021 წლის 18 სექტემბერს საბადომ 4 მილიარდი ბარელი ნავთობი აწარმოა.

 

საბადოდან წარმოებული 4 მილიარდი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენის)  საშუალებით განხორციელდა. ნავთობი ბაქოს ახლოს მდებარე სანგჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდა.

 

ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონალურმა პრეზიდენტმა, ბატონმა გარი ჯონსმა განაცხადა: ‘ეს უდიდესი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერი-ჩირაგ-გუნაშლი მსოფლიო დონის საბადოა. როგორც მისი ოპერატორი, ჩვენ ვამაყობთ საბადოს შესანიშნავი მუშაობის ისტორიით, რაც კიდევ მრავალ ათწლეულს გაგრძელდება. 1997 წლის 7 ნოემბერს საბადომ წარმოება ჩირაგის პლატფორმიდან დაიწყო. მას შემდეგ ჩირაგის ისტორია გრძელდება. ახლა კი, 24 წლის შემდეგ, რაც მას 7 ახალი თანამდეროვე პლატფორმა მიემატა, ისტორიული ჩირაგი ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან პროდუქციის უსაფრთხოდ, ეფექტურად ად საიმოდოდ წარმოებაში.

 

დღეს აზერბაიჯანი აღნიშნავს ‘საუკუნის კონტრაქტის’ ხელმოწერის 27 წლისთავს და ეს მნიშვნელოვანი დღე აზერბაიჯანის ახალ ისტორიაში მენავთობის დღეა. აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან წარმოებული 4 მილიარდი ბარელი ნავთობი კი ამ დღესასწაულისთვის შესანიშნავი ძღვენია. აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადომ ნავთობის წარმოების, ქვეყნისთვის და აქციონერებისთვის მოტანილი სარგებელის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნის გარდა, ხელი შეუწყო კასპიის რეგიონის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ენერგომწარმოებლად  და ტექნოლოგიურად ნავთობის და გაზის განვითარების მოწინავე რეგიონად ჩამოყალიბებას. როგორც ოპერატორი ჩვენ ერთგულად ვმუშაობთ მთავრობასთან, სოკართან და ყველა სხვა ბიზნესპარტნიორთან, რათა აზერი-ჩირაგ-გუნაშლიმ  ქვეყნის განვითარებაში მნიშვნლოვანი წვლილი შეიტანოს შემდეგი სამი ათწლეულის მანძილზე.

 

 

ფაქტები აზერი-ჩირაგ-გუნაშლის შესახებ

 

·                     პირველად აზერი-ჩირაგ-გუნაშლის პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1994 წლის 20 სექტემბერს მოეწერა. დღემდე საბადოს განვითარებაში დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

·                     2017 წელს აზერი-ჩირაგ-გუნაშლის პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება 2049 წლის ბოლომდე გაგრძელდა.

·                     აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან აზერბაიჯანის მთავრობამ ჯამში ასევე დაახლოებით 50 მილიონი კუბური მეტრი ასოცირებული გაზი მიიღო.

·                     დღესდღეობით აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს რვა პლატფორმა აქვს - ექვსი საწარმოო და ორი საპროცესო, გაზის საკომპრესორო, წყლის ინიექციის და მომსახურების პლატფორმები. საბადოს შემდგომი განვითარების პროექტი - აზერის ცენტრალური აღმოსავლეთი (ACE) - ამჟამად მშენებლობის ფაზაშია და გეგმის მიხედვით  მიმდინარეობს. პირველი ნავთობის მიღება 2023 წელს არის მოსალოდნელი.

·                     პლატფორმები ნავთობს და გაზს ბაქოს ახლოს ხმელეთზე მდებარე სანგაჩალის ტერმინალს აწვდიან, რომელიც მსოფლიოში  ნავთობის და გაზის უდიდესი ტერმინალია.

 

www.bp.com/azerbaijan. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები