ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბის დაფინანსებით ილუზიების მუზეუმი გაიხსნა
20 სექტემბერი, 2021, 16:17
ვითიბის დაფინანსებით ილუზიების მუზეუმი  გაიხსნა

თბილისი (GBC) - ვითიბის განცხადებით, ბანკი როგორც ქართული ბიზნესის №1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას.  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში გასართობი სივრცე, ილუზიების მუზეუმი გაიხსნა, რომლის განკუთვნილი ქონების შესაძენად 700,000 ლარამდე სესხი გამოიყო. მუზეუმის კოლექცია შედგება 70-ზე მეტი ექსპონატისგან, რომლებიც დაფუძნებულია მეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცოდნაზე. სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით, ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს.

 

სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. მუზეუმების როლი უდიდესია როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც გასართობი და კომერციული ფორმატის მუზეუმები არ არსებობს, მნიშვნელოვანია „ილუზიების მუზეუმების“ გაერთიანების წევრობა, რადგან ეს არის უახლესი ფორმატის მუზეუმი, რომლის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც ტურისტული, ისე ეკონომიკური განვითარებისთვის - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

 

 

გთავაზობთ  მოკლე ვიდეო ისტორიას

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები