ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7089        EUR 2.788        GBP 3.2829        RUB 4.4083        UAH 0.7353        AZN 1.5979        AMD 6.6886      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC-ის დაფინანსებით GTC-ი ფართოვდება
25 ოქტომბერი, 2021, 13:14
TBC-ის დაფინანსებით GTC-ი ფართოვდება

თბილისი (GBC) - თიბისი GTC -ის დაფინანსებაზე აცხადებს. ₾ 25 მლნ-იანი საინვესტიციო პროეექტის დაფინანსებაში თიბისის დაკრედიტება 9 მლნ ლარიი.

საქარგილე მასალების იმპორტიორმა ( „ჯითისი ჯგუფმა“) თბილისში საწყობი და შოურუმი გახსნა. ახალი ლოკაცია ჯგუფში შემავალი კომპანიის - „ჯითისი რენთის“ ბაზაზე გაიხსნა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი და თანადამფუძნებელი სამშენებლო კომპანია „ანაგია“.

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს საყალიბე ინვენტარის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული კომპანიის - Doka-ს წარმომადგენლობა ეწვია, რომელმაც რეგიონში პირველად, ულტრამსუბუქი საყალიბე სისტემა და ბეტონის მონიტორინგის სისტემა წარადგინა.

2020 წლიდან, „ჯითისი ჯგუფი“ საქართველოში Doka-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია. ჯგუფი, Doka-სთან ერთად, საქართველოში სამშენებლო მასალების ისეთი ცნობილი მწარმოებლების წარმომადგენელია, როგორებიცაა: Sveza, Plyterra, Alfix, Gherardi, Extraform და სხვა.

პრეზენტაციაზე „ჯითისი ჯგუფმა“ დამსწრე საზოგადოებას საიჯარო და საინჟინრო მიმართულებით კომპანიის სერვისებიც გააცნო. ჯგუფის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი სამშენებლო ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს: ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებას, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაციას, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურებას. სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორცილებასა და მონიტორინგს უზრუნველყოფენ.

„ჯითისი ჯგუფი“ ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანამონაწილეა, როგორებიცაა: ბათუმის სტადიონი, „ალიანს ჰაილაინის“ ცათამბჯენები, პანორამა თბილისი, კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“, „ნამაი ვაკე“, „ბლექ სი თაუერსი“, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, სასტუმრო „რადისონ ბლუ გუდაური“ და სხვა.

2016 წლიდან თიბისი „ჯითისი ჯგუფის“ ფინანსური პარტნიორი და ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის განვითარებას მხარდამჭერია.

სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორში, GTC ბაზრის ლიდერია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები