ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9349        EUR 3.1066        GBP 3.6049        RUB 5.425        UAH 0.9936        AZN 1.7325        AMD 7.1934      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძემ სტამბოლის სამიტზე მდგრად დაფინანსებაზე ისაუბრა
10 დეკემბერი, 2021, 17:40
გვენეტაძემ სტამბოლის სამიტზე მდგრად დაფინანსებაზე  ისაუბრა

თბილისი (GBC) - 10 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სტამბოლის რიგით მეხუთე ეკონომიკურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობასა და მისი განვითარების გზებზე  იმსჯელეს.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პანდემიის შედეგად გამოწვეულ პროცესებზე ეკონომიკაში, გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოზე, საბანკო სექტორის გამოწვევებზე, ცენტრალური ბანკების როლზე მაკროეკონომიკურ სტაბილურობის მიწევაში, ასევე, მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ცენტრალური ბანკების პოლიტიკაზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიმართულებით. დისკუსიას მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი  სიბელ კულაკსიზი (Sibel Kulaksiz) უძღვებოდა.

 

"პანდემიის დროს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დიდი გამოწვევაა, რადგან ეს მსესხებლების გადახდისუნარიანობას კიდევ უფრო ამცირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა Covid-19-ის პანდემიას მომზადებული შეხვდა და კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას, რაც ბოლო წლებში სწორედ ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებისა და ასევე დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავების შედეგია. რაც შეეხება კლიმატის ცვლილების საკითხებს, მსოფლიომ აღიარა, რომ კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგენს ფინანსური რისკების წყაროს, მათი შერბილება კი სრულად შეესაბამება ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის მიზნებს. სწორედ ამ ფაქტის აღიარება გახდა მთავარი მამოძრავებელი ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობაზეც ისაუბრა. თავის გამოსვლაში, კობა გვენეტაძემ თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებისთვის მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

 

სტამბოლის სამიტს ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელები, აკადემიური წრეების და  კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები