






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) – „თბილღვინომ" პანდემიაში ახალი საექსპორტო ბაზარი დაამატა. კომპანიამ ღვინო, ჭაჭა და ბრენდი დანიაში შეიტანა. კომპანია 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, იაპონიაში, ჩინეთსა და ბრიტანეთში. ასევე რეგიონში, მათ შორის ყაზახეთში, სადაც იქ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, დისტრიბუციის და კომუნიკაციის ქსელი მოშლილია, განბაჟების პრობლემებია. თუმცა, ყაზახეთში ღვინის ექსპორტის მცირე წილი (4.1%) მოდის.
ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მხვილი ექსპორტიორი კომპანიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაზრის დივერსიფიკაციაზე აცხადებს. დომინანტი არცერთია. რუსეთი გაყიდვებში მხოლოდ 20%-იანი წილით არის წარმოდგენილი.
გადაზიდვები გაიზარდა ჩინეთშიც.
ქართული ღვინისთვის ძირითადია სინძიანის პროვინცია, როგორც იცით ყაზახეთს ესაზღვრება,
თუმცა "თბილღვინო" უფრო მასშტაბურად,
10-ზე მეტი პარტნიორის საშუალებით მსხვილ პროვინციაშია წარმოდგენილი, მათ შორის შანხაიში
და ჰონგ კონგში.
მარგველაშვილის ინფორმაციით, 2021 წელს "თბიღვინომ" პანდემიამდელი პოზიციები დაიბრუნა. 2021 ის ექსპორტმა (4.4 მლნ ბოთლი ღვინო) 2019-სას გადააჭარბა. მეღვინემ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირების პრიორიტეტზეც განაცხადა და ამ მიმართულებითაც გამორჩეული იყო 2021 წელი.
მისი შეფასებით, ბოლო წლები პროდუქტიული იყო ქართული ვაზის ჯიშების აღდენის კამპანიისთვისაც, გაშენებულია 355 ჰა ვენახი.