ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როგორი გინდა იყოს შენი პორშე? ააწყვე შენი ოცნების მანქანა ქართულ კონფიგურატორში
28 იანვარი, 2022, 18:58
როგორი გინდა იყოს შენი პორშე? ააწყვე შენი ოცნების მანქანა ქართულ კონფიგურატორში

თბილისი (GBC) - სასურველი და შენზე მორგებული პორშეს შერჩევა ახლა უფრო მარტივია, - პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს სთავაზობს, გერმანული პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი მოდელი საკუთარი გემოვნებით ქართულ კონფიგურატორში ააწყოს.

ახალი პროგრამის დახმარებით თავად განსაზღვრავთ რა ტექნიკური ფუნქციები უნდა ჰქონდეს თვენს ავტომობილს, ირჩევთ ექსტერიერის სტილსა და სასურველ ფერს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული როგორი საბურავის დისკი ექნება მანქანას. სრული თავისუფლება გაქვთ, თქვენ კომფორტს მოარგოთ სალონის დიზაინიც, რა ფერი იქნება ან რა მასალას გამოიყენებთ სავარძლებისათვის.

არჩევანი მრავალფეროვანია და საერთო ჯამში 500-მდე ოფციას მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გაქვთ თვალი ადევნოთ ხარჯებსაც, კონფიგურატორში ფასები დეტალურად არის მოცემული და საბოლოო შერჩევის შემდეგ თქვენ უკვე ზუსტად იცით რა დაგიჯდებათ პორშე, რომელიც თავად შექმენით.

 ,,პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ფეხს უწყობს მსოფლიო ტრენდებს, არ გვეშინია ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებებში და სიახლეებისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ვცდილობთ, მომხმარებელი  არა მხოლოდ პრემიუმ ავტომობილებით, არამედ მაღალი ხარისხის მომსახურებით გავანებივროთ. გვინდა ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ შეძენის პროცესიც, იქნება ეს ონლაინ კონფიგურაციის არჩევა თუ ავტომობილის სახლის კართად მიყვანა,“ - ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი, პეტრე წაქაძე.

პორშე ცენტრი თბილისი გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მის სტანდარტებს ზედმიწევნით მიჰყვება. კონფიგურატორიც გერმანულიდან ითარგმნა, დამუშავდა  2500 გვერდი, რაც საერთო ჯამში 4 500 000 სიმბოლოს მოიცავს. 

-----

პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები