






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) - FY21-ის განმავლობაში,
საქართველოს ბანკის (BOGG) 8 დირექტორმა საერთო
ჯამში ფიქსირებული და ცვალებადი სახით, 42.3 მლნ ლარის ანაზღაურება მიიღო. საშუალოდ
თითომ კი 5.3 მლნ ლარი.
ფიქსირებული ანაზღაურების სახით, ბანკის 8-მა დირექტორმა ₾22.1 მლნ მიიღო, ხოლო ცვლადი ანაზღაურების სახით, რომელიც
გადავადებულ აქციებში გამოიხატება, ₾20.2
მლნ. დირექტორატისთვის გადაცემული (გადავადებული) აქციების ჯამურმა რაოდენობამ კი საანგარიშო
პერიოდში 299,347 აქცია შეადგინა.
BOGG-ის
8 დირექტორი FY21-ს
ბოლოსთვის საერთო ჯამში £23.1 მლნ-ის აქციებს ფლობს.
ამავე პერიოდში,
ბანკს გიორგი
ფაილოძის მიერ,
დირექტორის თანამდებობის დატოვება 1.6 მლნ ლარი დაუჯდა (75%
აქციების სახით). ის 2020 - ის ანგარიშით, BOGG-ის 56,397 აქციას ფლობდა.
შეგახსენებთ, 2021-ში ბანკს ზურაბ ქოქოსაძე და ეთერ ირემაძე შეუერთდნენ. წელს კი ბანკის მმართველთა გუნდს გიორგი ჭილაძე გამოაკლდა, მის ნაცვლად კი გუნდს დავით ჭყონია შეუერთდა.
რეიტინგში მოცემულია დირექტორატის მიერ FY21-ის ბოლოსთვის,
აქციების ფლობისა და მათი ღირებულების მაჩვენებლები.
დირექტორები |
აქციების რ-ობა |
ღირებულება £ |
არჩილ გაჩეჩილაძე |
442,234 |
6,412,393 |
გიორგი ჭილაძე |
335,272 |
4,861,444 |
მიხეილ გომართელი |
305,141 |
4,424,545 |
ვახტანგ ბობოხიძე |
160,334 |
2,324,843 |
ლევან ყულიჯანიშვილი |
156,534 |
2,269,743 |
სულხან გვალია |
137,875 |
1,999,188 |
ზურაბ ქოქოსაძე |
31,288 |
453,676 |
ეთერ ირემაძე |
26,652 |
386,454 |
სულ |
1 595 330 |
23,132,286 |