ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეული ხარჯები 43.7 %-ია
გიგა თვაური
25 მაისი, 2022, 11:54
სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეული ხარჯები 43.7 %-ია

თბილისი (GBC)2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9%-ით მეტია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრები 2011-2021 წლებში.


2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11%-იგაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 13.5%-ით  გაიზარდა და 364.8 ლარს გაუტოლდა.


 გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 86.0%  შეადგინ.

 ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 12.7%-ით  გაიზარდა და 842.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 15.8%-ით გაიზარდა და 517.6 მილიონი ლარი შეადგინა.

 ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის ფულადი შემოსავლების და ტრანსფერტების კატეგორიების პროცენტული განაწილება, 2021 წელს;



2021 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 43.7 % შეადგენს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამომხმარებლო ფულადი ხარჯების კატეგორიების პროცენტული განაწილება, 2021 წელს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები