ოქრო NYMEX(უნც.)  1251.45  -0.32%    |    პლატინა (უნც.)  944.15  -0.55%    |    ვერცხლი (უნც.)  17.03  -0.53%    |    პალადიუმი NYMEX  772  -0.05%    |    ნიკელი (ტონა)  9167.5  -1.87%    |    ალუმინი (ტონა)  1944.2  -0.23%    |    ნავთობი (Brent)  54.36  +0.37%    |    გაზი(NYMEX)  3.336  +0.72%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.72  -1.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.82  -0.29%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  +0.07%    |   
 USD 2.4076        EUR 2.6927        GBP 3.1215        RUB 4.2663        UAH 0.9166        AZN 1.4246        AMD 4.9744      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა
3 აპრილი, 2017, 18:37
ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა

თბილისი (GBC) - ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა. 

3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა“ „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით ააშენა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა.

„ქუთაისში მაღალი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და პირველი ბრენდული სასტუმროს გახსნა იმერეთის რეგიონში მოტივაცია უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვის“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომრის გარდა, ასევე აქვს ადაპტირებული ნომერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სასტუმრო ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.

პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარია.

სასტუმროს დეველოპმენტი განახორციელა კომპანია „სიმეტრიამ“, რომელიც პროექტის „12 სასტუმრო 12 რეგიონში“ ფარგლებში საქართველოში 3 და 4 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების მშენებლობას გეგმავს.  უკვე დაწყებულია სასტუმროების პროექტირება ძველ თბილისსა და ბაკურიანში.

Best Western Hotels and Resorts სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. Best Western Kutaisi-ის საოპერაციო მართვას საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია T3 Hospitality Management-ი უწევს, რომლისთვისაც ეს პირველი პროექტია საქართველოში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები