ოქრო NYMEX(უნც.)  1300.63  +0.45%    |    პლატინა (უნც.)  943.10  +0.38%    |    ვერცხლი (უნც.)  17.08  +0.38%    |    პალადიუმი NYMEX  913.95  +0.37%    |    ნიკელი (ტონა)  10530  -1.77%    |    ალუმინი (ტონა)  2114.7  -1.59%    |    ნავთობი (Brent)  56.52  +0.16%    |    გაზი(NYMEX)  2955  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.09  +0.28%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  135.27  -0.81%    |    ხორბალი (ტონა)  453.75  +0.22%    |   
 USD 2.4804        EUR 2.9708        GBP 3.3617        RUB 4.3075        UAH 0.9438        AZN 1.45        AMD 5.1859      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისი ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას მასპინძლობს
4 აპრილი, 2017, 12:44

თბილისი (GBC) - თბილისი ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 

კონფერენცია -  ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის" 4-7 აპრილს იმართება.  მას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ესწრება.

 4 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალიბ რიფაის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდება.

17.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ქართული კერძო  სექტორის წარმომადგენლებს შორის „ეთიკის კოდექსის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

კონფერენციას 5 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში“  პრემიერ-მინისტრი  გახსნის. 

კონფერენციის მონაწილეები   იმსჯელებენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში  გახანგრძლივების შესახებ, განიხილავენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას და   ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. იგეგმება ასევე მსჯელობა კლიმატის ცვლილებების საკითხის შესახებ. ამასთან, შეხვედრაზე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების  პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გამოწვევებს, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და  მარკეტინგულ სფეროებს  უკავშირდება.

კონფერენციის ფარგლებში დელეგატები იმსჯელებენ  სამთო კურორტების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რათა მოხდეს  ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა სამთო ტურიზმის სფეროში და გაუმჯობესდეს  მათი სოციალური მდგომარეობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ „სამთო ტურიზმის კულტურის“ განვითარების პერსპექტივებს და  ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების საკითებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები