ოქრო NYMEX(უნც.)  1292.09  -0.36%    |    პლატინა (უნც.)  976.85  -0.88%    |    ვერცხლი (უნც.)  17.00  -0.06%    |    პალადიუმი NYMEX  934.70  -0.46%    |    ნიკელი (ტონა)  11462.50  +1.01%    |    ალუმინი (ტონა)  2075.75  -0.16%    |    ნავთობი (Brent)  51.70  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2962  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.36  -1.04%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.88  -0.15%    |    ხორბალი (ტონა)  411.25  +0.46%    |   
 USD 2.3913        EUR 2.8107        GBP 3.0666        RUB 4.0489        UAH 0.9391        AZN 1.4079        AMD 4.9944      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
I კვარტალში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა
4 აპრილი, 2017, 14:50
I კვარტალში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტრომ I კვარტალში  საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2,376 მლრდ   ლარი შეადგინა, რაც წლიურად 16%  (327,9 მლნ) არის გაზრდილი

საგადასახადო შემოსავლები კვარტლის გეგმასთან მიმართებაში 163,4 მლნ ლარით, 7.4%-ით გადაჭარბდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს - მისმა შემოსულობებმა პირველ კვარტალში 2,69 მლრდ ლარი შეადგინა. შემოსულობები გეგმასთან შედარებით 6 %-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული, რამაც ნომინალში შეადგინა 152.7 მლნ ლარი. ამასთან, ზრდამ 2016 წელთან შედარებით ნომინალში  496,2 მლნ ლარი, ხოლო პროცენტულ გამოსახულებაში 22,6% შეადგინა.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 177,3 მილიონიანი (8.5%) გადაჭარბებით შესრულდა პირველი კვარტლის გეგმის მიმართ და ნომინალურ გამოსახულებაში 2,274 მლრდ ლარი  შეადგინა. 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან ზრდა 317.8 მლნ ლარს (16.2%) შეადგენს.

„ბიზნესის მაღალ აქტივობას ხელს უწყობს საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესის გამარტივება და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესისთვის დაბრუნებული თანხების მაღალი მაჩვენებელი. 2017 წელს საგადასახადო ზედმეტობის სახით ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესს დაუბრუნა 59,9 მლნ ლარი, რაც 38,7%-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ სამშაბათს ბრიფინგზე.

ცოტნე ყავლაშვილი მიიჩნევს, რომ  საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტურ მოლოდინსაც.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი მონაცემებით მაღალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დანახარჯები.

მისი თქმით, სრულად იქნა ათვისებული რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2017 წლის პირველ კვარტალში განსაზღვრული ასიგნებები. სამინისტრომ პირველ კვარტალში დახარჯა 206.8 მლნ ლარი და კვარტლის გეგმის მიმართ შესრულების მაჩვენებელმა შეადგინა 105,5%. შედარებისთვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კვარტლის ათვისების მაჩვენებელი 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს აღემატება 68.6%-ით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები