ოქრო NYMEX(უნც.)  1292.09  -0.36%    |    პლატინა (უნც.)  976.85  -0.88%    |    ვერცხლი (უნც.)  17.00  -0.06%    |    პალადიუმი NYMEX  934.70  -0.46%    |    ნიკელი (ტონა)  11462.50  +1.01%    |    ალუმინი (ტონა)  2075.75  -0.16%    |    ნავთობი (Brent)  51.70  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2962  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.36  -1.04%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.88  -0.15%    |    ხორბალი (ტონა)  411.25  +0.46%    |   
 USD 2.3913        EUR 2.8107        GBP 3.0666        RUB 4.0489        UAH 0.9391        AZN 1.4079        AMD 4.9944      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზა  სარაგბო კლუბ ლოკომოტივის სპონსორობას აგრძელებს
5 აპრილი, 2017, 17:51
საქართველოს რკინიგზა  სარაგბო კლუბ ლოკომოტივის სპონსორობას აგრძელებს

თბილისი (GBC) - „საქართველოს რკინიგზა“ და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივი" სპონსორი გახდა.

ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს ხელი მოაწერეს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის" დამფუძნებელმა, თემურ ბენდიანიშვილმა  და  „საქართველოს რკნიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

„ „საქართველოს რკინიგზა“  აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერის პროგრამას.  ჩვენ  მიმდინარე  წელსაც გავაფორმეთ  სასპონსორო ხელშეკრულება სარაგბო გუნდ „ლოკომოტივთან“.  „ლოკომოტივი“ საქართველოს რკინიგზის  წიაღში წარმოიშვა და ყველა რკინიგზელს განსაკუთრებული ურთიერთობა და სითბო აკავშირებს ამ კლუბთან. ჩვენი მიდგომაა, თუ გვსურს  რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იყოს ძლიერი, უპირველეს ყოვლისა ქართული კლუბები უნდა იყვნენ ძლიერები. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ქართულ სპორტის  დაფინანსება კლუბების დონეზე,“- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს საკლუბო გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა შორისაა რაგბის კლუბი „ლოკომოტივი-2008",  კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საკალათბურთო კლუბი „სოხუმი" და ასევე წყალბურთელთა  გუნდი „ლოკომოტივი".

ჯამში,  2013-2017 წლებში სს „საქართველოს რკინიგზამ" სხვადასხვა სპორტული სახეობების დაფინანსებისათვის კომპანიის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გაიღო.

„რაგბი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ძალზე მნიშვნელოვანია რომ საქართველოს რკინიგზას რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად  სამაგალითოა და მისაბაძია ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ, საკლუბო რაგბის ხელშეწყობა დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდა სპორტმენებისათვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მივესალმები „საქართველოს რკინიგზის" ამ ინიციატივას და იმ ფაქტს, რომ კომპანიამ ქართულ სპორტში 2013 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა." -განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სამომავლოდ, სს „საქართველოს რკინიგზა" რაგბის კლუბებისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები