ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.5772        EUR 3.0282        GBP 3.4398        RUB 4.3608        UAH 0.9456        AZN 1.5173        AMD 5.3303      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში ცნობილი ლუდის Hollandia -ს წარმოება იწყება
ნინო შუბითიძე
6 აპრილი, 2017, 17:16
საქართველოში ცნობილი ლუდის Hollandia -ს წარმოება იწყება

თბილისი (GBC) –  თემურ ჭყონიამ ლუდის ბაზარზე  დაანონსებულ „ატომურ აფეთქებამდე“ 3-დან 1 საიდუმლო გახსნა.

ბიზნესმენის   ინფორმაციით,  საქართველოში ცნობილი ბრენდი Hollandia   მოიხარშება,  „არგოს“ ქარხანაში. უძველესი გერმანული ტრადიციებით დამზადებული  ლუდი ნიდერლანდებში  (Lieshout)  იწარმოება,  ცნობილი Bavaria N.V ლიცენზიით, ცნობილი ოჯახის უძველესი რეცეპტით.

Hollandia -ის გარდა  ჯგუფი  ლუდის კიდევ 2  ლიცენზირებული ბრენდის შემოყვანაზე მუშაობს  გერმანიიდან და ჩეხეთიდან.  ამ თვეში უკვე სამივე ბრენდი გაცხადდება, შესაბამის პრეზენტაციაზე.

სს“არგო“  ყოფილი „კასტელია“, რომლის  50% -იანი წილის მფლობელია „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე, 35% ეკუთვნის  ვასილ სულხანიშვილს 35%, "ზედაზენის" ყოფილ დირექტორს, თემურ ჭყონიას „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“  კი, 15%  აქვს.

სტრუქტურულ გადახალისებასთან ერთად, დაგეგმილია წარმოების გაფართოება. გაფართოების და საბრუნავი საშუალებების გაზრდისთვის $8,5 მლნ დოლარი დასჭირდება.

შეგახსენებთ, „კასტელ საქართველო” ბაზარზეა 1998 წლიდან, ფრანგ მწარმოებელს ქარხანაში $ 37 მილიონი  აქვს დაბანდებული.

კომპანია ალკოჰოლიანის გარდა უალკოჰოლო სასმელებსაც აწარმოებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები