ოქრო NYMEX(უნც.)  1252.6  +0.56%    |    პლატინა (უნც.)  929.45  +0.26%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +1.05%    |    პალადიუმი NYMEX  882.40  +0.68%    |    ნიკელი (ტონა)  8977.5  +0.06%    |    ალუმინი (ტონა)  1878.25  +0.59%    |    ნავთობი (Brent)  45.09  +0.62%    |    გაზი(NYMEX)  2.905  +0.42%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.11  +0.51%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.33  +0.30%    |    ხორბალი (ტონა)  460  -0.78%    |   
 USD 2.408        EUR 2.6881        GBP 3.0512        RUB 4.0271        UAH 0.9252        AZN 1.4248        AMD 5.0167      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოვზანაძე:  კვირიკაშვილის კაბინეტი ეჭიდება მემკვიდრეობით მიღებულ ეკონომიკურ პრობლემებს  და  ეტაპობრივად აგვარებს
7 აპრილი, 2017, 20:28
კოვზანაძე:  კვირიკაშვილის კაბინეტი ეჭიდება მემკვიდრეობით მიღებულ ეკონომიკურ პრობლემებს  და  ეტაპობრივად აგვარებს

თბილისი (GBC) - „დღეს არსებული პრობლემები საქართველოს ეკონომიკას თან სდევს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან. ესენია: ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია,  უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, მიმდინარე ანგარიშის ქრონიკული დეფიციტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და სხვა.  პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა დღეს ეჭიდება სწორედ ამ მემკვიდრეობით პრობლემებს და თანმიმდევრულად, ეტაპობრივად აგვარებს მათ,“ -   ასე უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი კოვზანაძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშში გაჟღერებულ ეკონომიკურ პრობლემებს.

ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე კონკრეტული ფაქტებით და ციფრებით ისაუბრა.

კაპიტალის ბაზრის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება.  ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, სამთო კურორტების გაფართოება, უცხოური ინვესტიციები და სხვა აქტუალური თემები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული უმუშევრობის პრობლემასთან, ცალკეული მოქალაქის დასაქმებასთან, კეთილდღეობასა და ცხოვრების დონის ამაღლებასთან - ამ საკითხებზე გააკეთა აქცენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

„სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა ის მომენტი, რომ ხელისუფლებას პრიორიტეტად აქვს დასახული არა მხოლოდ მიმდინარე, ამწუთიერი ცალკეული პრობლემების მოგვარება, არამედ მისი პროგრამა ემსახურება გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლის, ფუნდამენტის შექმნას,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდგომ გამართულ საპარლამენტო დებატებზე.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები