ოქრო NYMEX(უნც.)  1218.93  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  908.90  +0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  15.67  -0.10%    |    პალადიუმი NYMEX  859.50  +0.56%    |    ნიკელი (ტონა)  9362.5  +1.96%    |    ალუმინი (ტონა)  1923.75  +0.20%    |    ნავთობი (Brent)  48.80  +0.78%    |    გაზი(NYMEX)  2.977  +0.54%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  +0.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.22  +0.80%    |    ხორბალი (ტონა)  516.75  +1.01%    |   
 USD 2.3983        EUR 2.7923        GBP 3.1183        RUB 4.0713        UAH 0.9271        AZN 1.4216        AMD 5.0095      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში ჩართვა სურს
12 აპრილი, 2017, 18:42
საქართველოს მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში ჩართვა სურს

თბილისი (GBC) - საქართველო ინდოეთთან სატრანსპორტო თანამშრომლობით ინტერესდება.

საკითხზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ინდოეთის საზღვაო გადაზიდვების, საავტომობილო ტრანსპორტისა და მაგისტრალების მინისტრ ნითინ ჯაირამ გადკარსა და ინდოეთის რკინიგზის მინისტრ სურეშ პრაბჰუსთან ისაუბრა. .

გიორგი გახარიამ ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ისაუბრა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობაზე. 

გახარიამ აღნიშნა ქართული მხარის დაინტერესება მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში ჩართვის შესახებ, რაც გულისხმობს მუმბაის ნავსადგურიდან ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიების გავლით, ფოთის და ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით ტვირთების ევროპაში სწრაფ გადაზიდვას.

ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ შეისწავლიან საქართველოს ჩართულობისა და ამ მიმართულებით სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს.

გიორგი გახარიამ გამოთქვა სურვილი, რომ ორი ქვეყნის სარკინიგზო უწყებებს შორის ჩამოყალიბდეს ახლო ურთიერთობა და უკვე ტექნიკურ დონეზე მოხდეს მუმბაის კორიდორში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლოების განხილვა. 

შეხვედრაზე ისაუბრებს ახალი აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფაზე და მის მიმზიდველობაზე, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მაგისტრალზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები