ოქრო NYMEX(უნც.)  1251.45  -0.32%    |    პლატინა (უნც.)  944.15  -0.55%    |    ვერცხლი (უნც.)  17.03  -0.53%    |    პალადიუმი NYMEX  772  -0.05%    |    ნიკელი (ტონა)  9167.5  -1.87%    |    ალუმინი (ტონა)  1944.2  -0.23%    |    ნავთობი (Brent)  54.36  +0.37%    |    გაზი(NYMEX)  3.336  +0.72%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.72  -1.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.82  -0.29%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  +0.07%    |   
 USD 2.4172        EUR 2.7114        GBP 3.1339        RUB 4.2921        UAH 0.9201        AZN 1.4282        AMD 4.9942      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვიქტორ ორბანი: საქართველო არის კარგი მაგალითი უნგრეთისთვის
21 აპრილი, 2017, 16:24
ვიქტორ ორბანი: საქართველო არის კარგი მაგალითი უნგრეთისთვის

თბილისი (GBC) - „უნგრეთის დელეგაციას გთხოვთ, აღიქვათ საქართველო სანდო, მდგრად ქვეყანად, რომელსაც გააჩნია მტკიცე საგარეო პოლიტიკა, რაც არის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორი თქვენი ბიზნესაქტივობისთვის. მე მოვუწოდებ უნგრეთის ბიზნესდელეგაციას, გამოიყენოს თანამშრომლობის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა," - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორბანმა პრემიერი კვირიკაშვილი შეაქო და წარმატებული პოლიტიკური ფიგურა უწოდა. 

„პირველ რიგში მინდა უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ვიზიტის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები და დავარწმუნო ისინი, რომ საქართველო მართლაც სტაბილური ქვეყანაა. გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობამდე ასევე ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, გახლავთ, მართლაც, ყველაზე წარმატებული მინისტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ის ცნობილია ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარებით და ფაქტია, რომ ძალიან წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მე ვაღიარებ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ. მოხდა განათლების სიტემის ფორმირება, დაკმაყოფილდა ეკონომიკური საჭიროებები განათლების შესაძლებლობების წყალობით და სხვა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, მოგვარდა ბიუროკრატიის პრობლემები. ის შედეგები, რომლებიც თქვენს ქვეყანაში ვიხილეთ, გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ: საქართველო არის კარგი მაგალითი უნგრეთისთვის," - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ და მტკიცე კულტურულ კავშირებს.

"ფაქტობრივად საქართველოს ამბიციები არის ახლოს ჩვენი ქვეყნის ამბიციებთან. ჩვენ პოლიტიკოსებმა ყველაფერი ვცადეთ, რაც შეგვეძლო ამ თანამშრომლობის ხელშესაწყობად. ახლა ჯერი ბიზნესზეა, თქვენი აქტივობები არის ღია, ხოლო პოლიტიკური ურთიერთობა სრულყოფილი," - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ბიზნესფორუმის მონაწილეებს  გიორგი კვირიკაშვილმა  ქვეყნის ბიზნესშესაძლებლობები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. 

"საქართველო პატარა, თუმცა უზარმაზარი ენერგიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ევროპასა და აზიის გზაგასაყარზეა. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (DCFTA-ს ჩათვლით), ჩვენ ევროპული მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვის კუთხით. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული და ჩვენ ვახორციელებთ რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს მთავრობა ახდენს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციას," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც მოიცავს საგარეო ვაჭრობის გამარტივებულ რეჟიმსა და სავაჭრო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მინიმალურ არასატარიფო რეგულაციებს.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უნგრეთი სრულად აითვისებს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალს და უდიდეს შესაძლებლობებს, რასაც, მისი თქმით, ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები