ოქრო NYMEX(უნც.)  1276.16  -0.28%    |    პლატინა (უნც.)  967.90  +0.05%    |    ვერცხლი (უნც.)  16.65  -0.33%    |    პალადიუმი NYMEX  896.58  +0.51%    |    ნიკელი (ტონა)  10585  +2.42%    |    ალუმინი (ტონა)  2071  +1.04%    |    ნავთობი (Brent)  51.06  +0.51%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.61%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.25  +0.53%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.80  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  432.75  +0.64%    |   
 USD 2.3895        EUR 2.8067        GBP 3.0808        RUB 4.0213        UAH 0.9378        AZN 1.4056        AMD 4.9927      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მესტიისა და ამბროლაურის ავიარეისებზე მგზავრები ბილეთებს  ყიდვას ერთმანეთს ასწრებენ
გიორგი ბერიძე/ მარიამ მინაძე
7 აგვისტო, 2017, 14:29
მესტიისა და ამბროლაურის ავიარეისებზე მგზავრები ბილეთებს  ყიდვას ერთმანეთს ასწრებენ

თბილისი (GBC) - მესტიისა და ამბროლაურის ავიარეისებზე მგზავრები ბილეთებს „ვერ შოულობენ“, ამბობენ, რომ მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, რის გამოც 1 კვირითაც ადრეც კი რეისზე ბილეთის ყიდვა შეუძლებელია.

„არ მეგონა თუ ასეთი მოთხოვნადი თუ იქნებოდა ამბროლაურის ავიარეისზე ბილეთების შეძენა. 1 კვირით ადრე გადავწყვიტე ბილეთების შეძენა და უკვე აღარ არის 11 აგვისტოს რეისზე ბილეთები. ფასი ნორმალურია.  მე ასაკში ვარ და ინტერნეტის მოხმარება კარგად არ ვიცი. სანამ სხვას ვთხოვე ბილეთები ინტერნეტით მეყიდა უკვე აღარ იყო. იქნებ ამ ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ იფიქროს ბიზნესის განვითარებაზე. 3 დღის ნაცვლად 5 დღე მაინც დანიშნოს რეისები ამბროლაურის და მესტიის მიმართულებით. ამით მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება და  ავიაკომპანიაც მომგებიანი გახდება”-აცხადებს GBC- სთან საუბრისას ნათელა მეტრეველი, რომელსაც სამ შვილიშვილთან ერთად მგზავრობა ამბროლაურის მიმართულებით ტაქსით ან მიკროავტობუსით მოუწევს, რასაც 5 საათი დასჭირდება.

ამბობს, რომ მიკროავტობუსით მგზავრობა არაკომფორტულია და ხშირად კონდიციონერებიც გამოსულია მწყობრიდან.

შიდა ფრენებზე მოთხოვნის ზრდას ადასტურებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“. კომპანიის ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე ამბობს, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო უკვე დაინიშნა დამატებითი რეისები.

"ძალიან დიდი მოთხოვნაა ქუთაისიდან ფრენებზე, ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი გვყავს და ასევე დიდია მოთხოვნა შიდა ფრენებზე. მოთხოვნიდან გამომდინარე, ამბროლაურში უკვე დაემატა ერთი სიხშირე და 4 -ჯერ დაფრინავს კვირაში, რაც შეეხება მესტიას, მიმდინარე კვირას კიდევ ერთი სიხშირე დაემატება ხუთშაბათს (ფრენა 2-ჯერ შესრულდება) და შაბათის გამოკლებით, ფრენები ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება"- ამბობს ქეთი ალექსიძე და არ გამორიცხავს, რომ  სვანეთის მიმართულებით 1-ის ნაცვლად 2 სიხშირის დამატება მოხდეს.

სერვისეარის თვითმფრინავები ფაქტობრივად სულ ჰაერშია"- აღნიშნავს ალექსიძე.

შეგახსენებთ,  ამბროლაურის ავიარეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის არის 50 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი, ხოლო ჩვილებისთვის - უფასო.

ნატახტარი-მესტიის ავიაბილეთი  65 ლარი,  ქუთაისი-მესტიის - 40 ლარი ღირს. 

ოფიციალური მონაცემებით,   მესტია მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში 3 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 199 მგზავრით, შესაბამისად 122.92%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე (1 789).

ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე 802 მგზავრს მოემსახურა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები