ოქრო NYMEX(უნც.)  1223.8  -0.01%    |    პლატინა (უნც.)  819.3  +1.61%    |    ვერცხლი (უნც.)  15.38  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  878  +1.31%    |    ნიკელი (ტონა)  13522.5  +0.73%    |    ალუმინი (ტონა)  2025.5  +1.11%    |    ნავთობი (Brent)  72.59  -0.01%    |    გაზი(NYMEX)  2768  -0.04%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.02  +0.36%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  108.65  +0.04%    |    ხორბალი (ტონა)  507.5  +3.3%    |   
 USD 2.4417        EUR 2.8436        GBP 3.1813        RUB 3.843        UAH 0.9235        AZN 1.4401        AMD 5.0805      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
ანაკლიის პორტში სამუშაოების დასაწყებად Van Oord-ის გემებს უახლოეს დღეებში ელიან
ვინ არის ევექსის პოლიკლინიკის ექიმი, რომელმაც პაციენტი აეროპორტში ამშობიარა
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ
სპონსორები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 120 მილიონი იყო
29 დეკემბერი, 2017, 13:43
მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 120 მილიონი იყო

 

თბილისი (GBC) - 2017 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 120.4 მლნ აშშ დოლარი (291.4 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 2.9 პროცენტი) შეადგინა.

სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის მესამე კვარტალში წლიურად 1.4 პროცენტით შემცირდა და 984.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. მესამე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 19.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7.7 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 24.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 19.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 32.3 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9.6 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის მესამე კვარტალში 314.5 მლნ აშშ დოლარი (761.3 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, სამთავრობო სექტორის ტრანსფერები შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე კვარტალში 525.6 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა,1 რაც კვარტალური მშპ-ს 12.8 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები