ოქრო NYMEX(უნც.)  1223.8  -0.01%    |    პლატინა (უნც.)  819.3  +1.61%    |    ვერცხლი (უნც.)  15.38  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  878  +1.31%    |    ნიკელი (ტონა)  13522.5  +0.73%    |    ალუმინი (ტონა)  2025.5  +1.11%    |    ნავთობი (Brent)  72.59  -0.01%    |    გაზი(NYMEX)  2768  -0.04%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.02  +0.36%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  108.65  +0.04%    |    ხორბალი (ტონა)  507.5  +3.3%    |   
 USD 2.4417        EUR 2.8436        GBP 3.1813        RUB 3.843        UAH 0.9235        AZN 1.4401        AMD 5.0805      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
ანაკლიის პორტში სამუშაოების დასაწყებად Van Oord-ის გემებს უახლოეს დღეებში ელიან
ვინ არის ევექსის პოლიკლინიკის ექიმი, რომელმაც პაციენტი აეროპორტში ამშობიარა
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ
სპონსორები
ბიზნესი << უკან
GHG-ი 2018 წელს ჯანდაცვის სექტორში 50 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს
3 იანვარი, 2018, 21:22
GHG-ი 2018 წელს ჯანდაცვის სექტორში 50 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს

თბილისი (GBC)  - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG) 2018 წელს ჯანდაცვის სექტორში 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, წლის დასაწყისში GHG-ი 700 საწოლზე გათვლილ 2 მსხვილ ჰოსპიტალს გახსნის.

ჯგუფმა 2016-2017 წლებში 180 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, გახსნა რამდენიმე ჰოსპიტალი, 2018 წლისთვის კი მენეჯმენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

“ველით კიდევ უფრო მეტ ცვლილებებს. საყოვლთაო ჯანდაცვის პროგრამა ცოცხალი ორგანიზამია და ყოველთვის რაღაც ცვლილებები იქნება, ველით უფრო მეტ ცვლილებას დაწესებულებების დიფერენცირების მიმართულებით, რათა განვასხვაოთ კარგი ჰოსპიტალი ისეთისგან, რომელიც სახლშია გახსნილი და არ აქვს შესაძლებლობა სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს მოხმმარებელს. ვიმედოვნებ, ამ სექტორში შემოვა ვარკვლავების სისტემა, რამდენადაც ისინი ვინც ზრუნავენ უფრო მეტად უნდა იყვნენ დაფასებულნი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა ჯანდაცვის სისტემაში”, – ციტირებს სააგენტო BPI ნიკოლოზ გამყრელიძეს.

მისივე თქმით, GHG-ი ჯანდაცვის სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა და ბაზრის ყველა სეგმენტშია წარმოდგენილი – ჰოსპიტალურში, სადაზღვევო თუ ფარმაცევტული. სხვადასხვა სექტორში სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია და თითოეულს სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობები აქვს, ცვლილებების თვალსაზრისით 2017 წელი უფრო გარდამავლი წელი იყო.

“ჰოსპიტალურ სექტორზე თუ ვისაუბრებთ, 2014 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა და სახელმწიფომ პროგრამის ეფექტურობაზე ზრუნვა 2017 წელს აქტიურად დაიწყო, რაც გამოიხატებოდა თამაშის წესების გადახედვაში, განსაზღვრა ადამიანის პროგრამაში მოხვედრის კონკრეტული კრიტერიუმები. ძირითადად პროგრამაში მოხდა ტარგეტული ჯგუფების გამოყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ გადაწყვეტილებით მაღალი შემოსავალის მქონე ადამიანები გადავიდნენ კერძო დაზღვევაში, ღარიბთათვის კი პაკეტი გაუმჯობსდა და დაემატა მედიკამენტები. ეს იყო სახელმწიფო პროგრამებისთვის ტრანზიტორული წელი.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ სახელმწიფოს ყველა დაწესებულებასთან აქვს კონტრაქტი და ისინი არ აკმაყოფილებენ იმ ხარისხის კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ და მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს სელექცია უფრო მაღალი ხარისხის დონის. ეს იქნება მოქალაქისთვის უფრო მეტი ხარისხის გარანტია. ველით ამ ცვლილებებს და პოზიტიურად ვართ განწყობილი.

რაც შეეხება სააფთიაქო ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ვართ. ბაზარზე ვოპერირებთ 2 ძირითადი ბრენდით – ჯიპისი და ფარმადეპო. გვქონდა ამ ორი კომპანიის ინტეგრაციის წელი. ეს ორი ბრენდი ბაზარზე ცალ-ცალკე იქნება წარმოდგენილი. ჯიპისი აქცენტრიებულია პირადი მოვლის საშუალებებზე და ამ ორიენტირს შეინარჩუნებს, რაც შეეხება ახალი ბრენდების შემოყვანას ამ სეგმენტში მომავალში განვაგრძობთ და მეტ სიახლეებს შევთავაზებთ მომხმარებელს”, – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები