ოქრო NYMEX(უნც.)  1221.9  -0.46%    |    პლატინა (უნც.)  844.90  -0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  14.59  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  1078.3  +0.29%    |    ნიკელი (ტონა)  12805  +0.79%    |    ალუმინი (ტონა)  2029  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  81.22  +1.20%    |    გაზი(NYMEX)  3246  +0.74%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.92  +0.62%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  113.10  +1.25%    |    ხორბალი (ტონა)  511.75  +0.74%    |   
 USD 2.6376        EUR 3.0546        GBP 3.4872        RUB 4.0001        UAH 0.9447        AZN 1.5561        AMD 5.4289      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
პლაზა ფიტნესის 4.7 მილიონიანი ქონება მხოლოდ 443 671 ლარად გაიყიდა
4 იანვარი, 2018, 23:21
პლაზა ფიტნესის 4.7 მილიონიანი ქონება მხოლოდ 443 671 ლარად გაიყიდა

თბილისი (GBC) - პლაზა ფიტნესის გაკოტრების საქმე დასრულდა, თუმცა კომპანიის ყველა კრედიტორის დაკმაყოფილების გარეშე.

კომპანიის  ორი უძრავი ქონება, 8 დასახელების მოძრავი ნივთი და 100%-იანი  წილი სს „პლაზა ჰოლდინგ“-ში 4 738 128, 94  ლარად შეფასდა, თუმცა მათი ერთიანი კომპლექსის სახით შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა და შედეგად,  ქონების რეალიზაცია მესამე აუქციონზე ლოტებად განხორციელდა და მიღებულმა შემოსავალმა ნახევარ მილიონსაც ვერ მიაღწია.

საქალაქო სასამართლოს ცნობით, ჯამში აუქციონზე აღნიშნული ქონების რეალიზების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 443 671.35 ლარი. აქედან, დღგ-ს ჯამური ოდენობა შეადგენს 67 678.68 ლარს, რომელიც გადაირიცხა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. დარჩენილი თანხა და დებიტორის მიერ გადახდილი 10 000 ლარი კრედიტორებზე გადანაწილდა, თუმცა ყველას მაინც არ შეხვდა და დაუკმაყოფილებელი დარჩა  მე-7 რიგის კრედიტორების მოთხოვნები.

მოუხედავად აღნიშნულისა კომპანია სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები