ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4488        EUR 2.87        GBP 3.2434        RUB 3.9137        UAH 0.9332        AZN 1.4443        AMD 5.0974      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
სპონსორები
კომპანიის სიახლეები << უკან
Online - ვაჭრობა და ტენდერები - ინოვაციური პროექტი Best offer  უკვე გაეშვა
8 იანვარი, 2018, 18:05
Online - ვაჭრობა და ტენდერები - ინოვაციური პროექტი Best offer  უკვე გაეშვა

თბილისი (GBC) - ახალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი  ბაზარზე ინოვაციური პროექტით Best offer  შემოდის.

კომპანია მომხმარებლებს შენაძენებისთვის ერთიან და მარტივ  სივრცეს სთავაზობს,  რომელსაც არ აქვს პრეცენდენტი არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ვებ გვერდი www.bo.ge სრულად  მორგებულია მხოლოდ მომხმარებლის ინტერესზე.

„მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ერთიანი სივრცე ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს და სჭირდება რაიმეს შეძენა. ვებ-გვერდზე შესაძლებელია მარტივად განათავსოთ ტენდერი, ნებისმიერი რაოდენობის ნივთზე, ნებისმიერი ვადით და მიიღოთ შემოთავაზებები. მომხმარებელი შეთავაზებულ პროდუქტებს შორის ირჩევს საუკეთესოს ფასისა თუ ხარისხის მიხედვით.

შესაბამისად, მას აღარ უწევს დროის ხარჯვა მაღაზიებში სიარულსა თუ ონლაინ სივრცეში ძიებაზე, ზოგავს დროს, ენერგიას და რაც მთავარია ფულს. ამ ეტაპზე ვებ - გვერდი  ტესტირების რეჟიმში მუშაობს, წარმოდგენილია ტექნიკა, თუმცა თვის ბოლომდე ჩაირთვება თავისუფალი ტენდერების ფუნქციაც, რაც გარდა ტექნიკისა მომხმარებელს ნებისმიერი ნივთის მოთხოვნის საშუალებას მისცემს, ეს იქნება ავეჯი, ავტომობილი, ტანსაცმელი, სამკაული, სარემონტო მასალები თუ სხვა”, - აცხადებენ კომპანიაში.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდი მომხმარებლებს უმარტივებს ყიდვის პროცესს, ის ასევე უნიკალური შანსია გამყიდველი კომპანიებისთვის თუ ფიზიკური პირებისთვის. Best Offer-თან თანამშრომლობით, ისინი მარტივად შეძლებენ მოიძიონ მათი სამიზნე აუდიტორია და მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია.

„ჩვენ ვართ მარტივად რომ ვთქვათ მყიდველსა და გამყიდველს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ჯაჭვი, და რა თქმა უნდა იმისთვის რომ მიზანი გამართლდეს, საჭიროა ორივე მხარის ძალისხმევა და მჭიდრო თანამშრომლობა”, - აცხადებენ საიტის შემქმნელები.

ინოვაციური იდეის ავტორებს ვებ-გვერდის მეშვეობით მთელი რეგიონის დაფარვა სურთ, მათ შორის უკვე ჰყავთ პარტნიორები რუსეთში.  დეველოპმენტს აუთსორსით სწორედ რუსი პროგრამისტები ახორციელებენ, რომელთაც რამდენიმე მილიონიანი მსხვილი, საერთაშორისო პროექტები აქვთ განხორციელებული.

პარტნიორებს შორის არის ასევე CDN, კომპანია -  რომელსაც თავის მხრივ ნაწილობრივ ფლობს ჩინური ChinaNetCenter, მისი კაპიტალიზაცია კი ჩინეთში 5.6 მილიარდი დოლარია. CDN ვებ-კონტენტის პროვაიდერია მსოფლიოს 17 ქვეყანაში.

ამ ეტაპისთვის კომპანიის ინვესტიცია ნახევარი მილიონია, რაც კიდევ უფრო გაიზრდება.  „ახალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი“  მორიგი უფრო მასშტაბური პროექტსაც აანონსებს, მათ შორის ჰოლდინგი საკუთარი ინოვაციური პროექტებით გეგმავს გავიდეს სილიკონ ველზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები