ოქრო NYMEX(უნც.)  1313.30  -0.10%    |    პლატინა (უნც.)  981.60  -0.23%    |    ვერცხლი (უნც.)  16.27  +0.20%    |    პალადიუმი NYMEX  980.20  -0.27%    |    ნიკელი (ტონა)  13147.5  -0.21%    |    ალუმინი (ტონა)  2161.50  +0.08%    |    ნავთობი (Brent)  65.56  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2700  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.98  +1.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  123.22  +0.20%    |    ხორბალი (ტონა)  459.50  -0.33%    |   
 USD 2.4641        EUR 3.0782        GBP 3.4675        RUB 4.3669        UAH 0.9125        AZN 1.4539        AMD 5.1144      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება 5 კომპანიას სურს
2 თებერვალი, 2018, 19:12
თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება 5 კომპანიას სურს

თბილისი (GBC) - თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე განაცხადი 5-მა კომპანიამ წარადგინა.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:

  1. China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)
  2. Kolin Insaat A.S. (თურქეთი)
  3. Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)
  4. Medlog S.A. (შვეიცარია)
  5. Ltd Murphy Kazbegi LLC (საქართველო), Murphy Shipping and commercial Services Azerbaijan (აზერბაიჯანი)

ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:

  1. China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)
  2. Kolin Insaat A.S. (თურქეთი)
  3. Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის საინვესტიციო ღირებულებაა 95,4 მლნ აშშ დოლარი, ქუთასისი ლოგისტიკური ცენტრისა კი - 72,6 მლნ აშშ დოლარი.

" თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომის შემდეგ. 

ეკონომიკის მინისტრის  განცხადებით, განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ წარმომდგენებს მიეცემათ გონივრული ვადა გამოსასწორებლად.

პირველადი წინადადებების შესწავლის შემდეგ. კომისია ე.წ. „მოკლე სიას“ შეადგენს. მასში შემავალ კომპანიებს დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ (RFP).

გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2018 წლის განმავლობაში. მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან, 18 თვეში უნდა დაიწყოს. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა ცენტრები ფუნქციონირებას პირველივე ეტაპზე, პირველივე წელს უნდა შეუდგნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
სპონსორები