ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თამარ კოვზირიძე ბრიტანეთში, Brexit -თან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიიწვიეს
3 თებერვალი, 2018, 13:56
თამარ კოვზირიძე ბრიტანეთში, Brexit -თან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიიწვიეს

თბილისი (GBC) -  დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა  Brexit-თან დაკავშირებით კონსულტაციისთვის Reformatics-ის დირექტორი თამარ კოვზირიძე მიიწვია, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი, საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური წერს. 

"ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ჩვენი კომპანიის, Reformatics-ის, თანადამფუძნებელი და დირექტორი თამარ კოვზირიძე მიწვეული იყო დიდი ბრიტანეთის მთავრობის (პარლამენტის) მიერ, "ბრექსიტის" მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ვიზიტის მიზანი იყო ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება ბრიტანელი პარლამენტარებისთვის, რომელიც შეეხებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

"ბრექსიტის" შემდგომ, დიდი ბრიტანეთი განიხილავს ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა მოდელს. 31 იანვარს გამართული კომიტეტის სხდომა მიეძღვნა ასოცირების შეთანხმების მოდელის დეტალურ განხილვას, მისი ძლიერ და სუსტ მხარეების ანალიზს დიდი ბრიტანეთისთვის", - წერს გილაური. 

შეგახსენებთ, 2004-2012 წლებში თამარ კოვზირიძე იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს საქართველოს მთავრობაში. ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2004-2008 წლებში, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი 2009-2012 წლებში. 

ის იყო დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებების დროს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე 2006-2007 წლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესში 2005-2011 წლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი  და კოორდინატორი საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის (DCFTA) თაობაზე მოლაპარაკების პროცესში 2009-2012 წლებში.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები