ოქრო NYMEX(უნც.)  1224.90  +0.81%    |    პლატინა (უნც.)  852  +1.45%    |    ვერცხლი (უნც.)  14.39  +0.76%    |    პალადიუმი NYMEX  1074.10  +0.83%    |    ნიკელი (ტონა)  11610  +0.58%    |    ალუმინი (ტონა)  1959.25  +0.18%    |    ნავთობი (Brent)  74.69  -0.44%    |    გაზი(NYMEX)  3276  +0.46%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.18  -1.05%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  112.95  +0.49%    |    ხორბალი (ტონა)  503.75  +0.50%    |   
 USD 2.7146        EUR 3.08        GBP 3.5325        RUB 4.043        UAH 0.974        AZN 1.6084        AMD 5.5684      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ აუდიტის სამსახური იყოს დამოუკიდებელი  
6 თებერვალი, 2018, 16:52
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ აუდიტის სამსახური იყოს დამოუკიდებელი   

 

თბილისი (GBC) - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმა და ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებული საკითხები მოისმინა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ უმრავლესობის ლიდერთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და აუდიტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფინანსური, შესაბამისობის   და ეფექტიანობის აუდიტების უკვე შესრულებულ და მომავალში დაგეგმილ სამუშაოებზე.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურ კონტროლსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას. 

„სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რათა მოვახდინოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი. ამიტომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის, რომელიც უშუალოდ უწევს საპარლამენტო ზედამხედველობას აუდიტის სამსახურს, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი და დამოუკიდებელი აუდიტის სამსახური. პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ აუდიტის სამსახური იყოს დამოუკიდებელი და ამავე დროს მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის საქმიანობაზე.   იმისათვის, რომ ამომწურავად მივიღოთ ინფორმაცია აუდიტის მუშაობის შესახებ, შევთანხმდით, ანალოგიური შეხვედრები სისტემატურად გაიმართოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობიას იღებდნენ ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამავდროულად კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტებისა და დასკვნების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია, გენერალური აუდიტორის მოადგილეები დავით გოგიჩაიშვილი,  ეკატერინე ღაზაძე, ნოდარ ჯავახიშვილი და სხვა წარმომადგენლები.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები